იცოდით, რომ ლეო ქიაჩელის ნამდვილი სახელი და გვარი ლეონ შენგელაიაა? ლეო ქიაჩელის ფსევდონიმით ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე მნიშვნელოვანი ფიგურაა ქართული ლიტერატურის ისტორიაში. მისი შემოქმედება გამოირჩევა ღრმა სოციალური თემატიკითა და ისტორიული მოვლენების ოსტატური ასახვით. სწორედ ამიტომ, მისი ნაწარმოებები დღემდე აქტუალურია.
ლეო ქიაჩელის ლიტერატურული მოღვაწეობა სწორედ იმ პერიოდს ემთხვევა, როდესაც რუსეთსა და საქართველოში ფეხს იკიდებს ევროპული დეკადენტურ-მოდერნისტული ესთეტიკა და განწყობები, რაც ახალგაზრდა მწერლის შემოქმედებაში სკეპტიციზმის ელემენტების სიუხვით გამოიხატება და შემდგომ წლებშიც თან სდევს მის ნაწარმოებებს.
მწერლის შემოქმედებითი განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მის მიერ შვეიცარიაში გატარებული წლები. აქ ლეო ქიაჩელს საშუალება ეძლევა საფუძვლიანად გაეცნოს იმდროინდელ ევროპულ ლიტერატურას. სწორედ შვეიცარიაში ცხოვრებისას ქმნის მწერალი თავის პირველ რეალისტურ რომანს „ტარიელ გოლუა“, რომელიც პირველად გაზეთ „სახალხო ფურცელში“ 1916 წელს დაიბეჭდა.
„ტარიელ გოლუა“ სოციალური რომანია და ის საეტაპო ნაწარმოებად იქცა მწერლის შემოქმედებაში. მასში ქართველი გლეხის ცხოვრების, მისი მისწრაფებების, სურვილებისა და აზროვნების ფონზე ნაჩვენებია სრულიად ახალი რეალობის - 1905 წლის რევოლუციისა და მისი თანმდევი მოვლენების წინაშე აღმოჩენილი ქვეყნის ყოფა. მთავარი გმირი „ტარიელ გოლუა“, თითქოს ერთი კონკრეტული ადამიანი კი არ არის, არამედ მთელი ქართული სოფლის, მშრომელი ხალხის სახეა. ეს რომანი არა მხოლოდ ისტორიული მოვლენების მხატვრული აღწერაა, არამედ ქართული საზოგადოების ფსიქოლოგიის ღრმა ანალიზიც. ავტორი გვაჩვენებს, როგორ ეჯახება ძველი და ახალი, როგორ იბადება საზოგადოების ახალი ფენა, რომელიც ცვლილებებს ითხოვს.
ლეო ქიაჩელის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწარმოებია „სისხლი“, რომელიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და რეაქციის ხანას აღწერს. ის ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი და დრამატული ნაწარმოებია. 1926-1927 წლებში შეიქმნა და ასახავს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) პერიოდსა და იმ პერიოდში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკურ პროცესებს. ნაწარმოებში მკაფიოდ ჩანს: მენშევიკების მმართველობის დროინდელი წინააღმდეგობები, რეაქციის პერიოდი რევოლუციური მღელვარებისა და პოლიტიკური ცვლილებების ფონზე, საქართველოს ახალი პოლიტიკური ძალების ბრძოლა. ნაწარმოებში ასევე დიდი ყურადღება ექცევა ქართულ მენშევიზმს, რომელიც იმდროინდელ პოლიტიკურ არენაზე მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენდა.
გამომცემლობა „პალიტრა L”, რომელიც ახალგაზრდა თაობისთვის მნიშვნელოვანი და უკვდავი ქართული ლიტერატურის შეთავაზებაზე აქტიურად მუშაობს, 31 მარტიდან გამოსცემს ლეო ქიაჩელის სამტომეულს, რომლის პირველ წიგნშიც სწორედ „ტარიელ გოლუა“ და „სისხლი“ შევა. მისი შეძენა შესაძლებელი იქნება „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით და ასევე პრესის გავრცელების წერტილებში. ონლაინ შეძენის სურვილის შემთხვევაში კი შეგიძლიათ ისარგებლოთ „პალიტრა L-ის” ვებგვერდითა და აპლიკაციით. 1 კვირის განმავლობაში მისი ღირებულება 15 ლარი იქნება.
რატომ უნდა წაიკითხოთ ეს წიგნები?
არ გამოტოვოთ შესანიშნავი შესაძლებლობა, ხელახლა აღმოაჩინოთ ლეო ქიაჩელის შემოქმედება.
(R)