MSZ Georgia საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

MSZ Georgia, რომელიც საქართველოს ლოგისტიკურ სივრცეში 14 წელია ოპერირებს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები საზღვაო, სარკინიგზო, სახმელეთო და საჰაერო ტრანსპორტირებაა, ასევე მულტიმოდალური გადაზიდვები, თანმხლები დოკუმენტების დამზადება/დამუშავება და საბაჟო მომსახურება.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, კომპანიის უნიკალური სპეციალიზაცია მდგომარეობს იმაში, რომ უკრაინელ პარტნიორებთან ერთად, ჰონგ-კონგში დაფუძნებული საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციასთან GSB International Trading Co Ltd ერთად აორგანიზებს ბიზნეს ტურებს ჩინეთის ყველაზე დიდ სავაჭრო ქალაქებში, როგორიცაა გუანჯოუ და ფოშანი.

შესყიდვები კი როგორც ადგილზე ვიზიტით, ასევე ონლაინ რეჟიმში ხორციელდება, რაც დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს დაათვალიერონ და შეიძინონ განსხვავებული და თანამედროვე დიზაინის პროდუქცია. კომპანია ასევე უზრუნველყოფს ტვირთების კონსოლიდირებას და მათ შემდგომ ტრანსპორტირებას.

კომპანია MSZ Georgia სხვადასხვა გლობალური ლოგისტიკური ორგანიზაციის წევრია, როგორებიცაა: WCA, GLA, JC Trans, EUGBC. ასევე კომპანია აქტიურად ეცნობა ბაზარზე არსებულ სიახლეებს და მომხმარებლებს კარიდან-კარამდე, ტვირთის სწრაფ, უსაფრთხო და დაზღვეულ ლოგისტიკურ მიწოდებას სთავაზობს.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება MSZ Georgia-ს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში. აღსანიშნავია, რომ კომპანია გამოცდილ, სანდო პარტნიორებთან ერთად მაღალხარისხიან, კონკურენტულ მომსახურებას სთავაზობს ქართულ თუ უცხოურ კომპანიებს და მნიშვნელოვან წილს ქმნის საქართველოს ეკონომიკაში. მოხარულნი ვართ და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა პროდუქტიული და ორმხრივად სასარგებლო იქნება“,- განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს