თურქეთში საპროტესტო აქციებზე 1 900-მდე ადამიანი დააკავეს

თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, გასული კვირის ოთხშაბათს სტამბოლის მერის, ექრემ იმამოღლუს დაკავების შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციების დროს 1 879 ადამიანი დააკავეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

შინაგან საქმეთა მინისტრის, ალი იერლიკაიას ცნობით, სასამართლომ 260 მათგანი დააპატიმრა, 489 - გაათავისუფლეს, 662-ის სასამართლო პროცესი კი ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ამასთან, თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მტკიცებით, საპროტესტო აქციების დროს 150 პოლიციელი დაშავდა.

გამოცემის ცნობით, სტამბოლში საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას, იუსტიციის მინისტრმა, ილმაზ თუნჩმა განაცხადა, რომ ანკარამ ევროპელ პარტნიორებს სთხოვა, „საღი აზრით“ იმოქმედონ და დასძინა, რომ იმამოღლუს წინააღმდეგ ბრალდებების სიმძიმე მის დაპატიმრებას მოითხოვდა.

„ჩვენ არ გვინდა რომელიმე პოლიტიკოსის დაპატიმრება, მაგრამ თუ არსებობს დარღვევის მტკიცებულება, მაშინ ეს შეიძლება მოხდეს. თუკი გადავხედავთ ბრალდებების სიმძიმეს და იმის გამო, რომ არსებობს მტკიცებულებების დამალვის რისკი, სასამართლომ გონივრული გადაწყვეტილება მიიღო“, - აღნიშნა მინისტრმა.

შეგახსენებთ, თურქეთში პოლიციამ 19 მარტს სტამბოლის მერი, ექრემ იმამოღლუ დააკავა, რომელიც ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერია და პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტად განიხილება. მისმა დაკავებამ თურქეთში ბოლო ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე დიდი ქუჩის საპროტესტო აქციები გამოიწვია. საპროტესტო ტალღა კიდევ უფრო გაძლიერდა მას შემდეგ, რაც სასამართლომ მას, კორუფციის ბრალდებით, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. იმამოღლუ ბრალდებას უარყოფს და მის დაპატიმრებას პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებად აფასებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის