ისრაელის პარლამენტმა მოსამართლეების დანიშვნების შესახებ საკამათო კანონი მიიღო

ისრაელის პარლამენტმა მიიღო საკამათო კანონპროექტი, რომელიც არჩეულ თანამდებობის პირებს მოსამართლეების დანიშვნის პროცესში უფრო დიდ უფლებამოსილებას მიანიჭებს, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სასამართლო რეფორმის ერთ-ერთ საკვანძო კანონს დღეს, რამდენიმე საათიანი დებატების შემდეგ ქნესეთის 120 წევრიდან 67-მა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი პარლამენტის ერთი წევრი წავიდა. ოპოზიციამ კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა.

იუსტიციის მინისტრმა, იარივ ლევინმა, რომელმაც კანონპროექტის ინიცირება მოახდინა, განაცხადა, რომ ეს ღონისძიება მიზნად ისახავს საკანონმდებლო და სასამართლო შტოებს შორის ბალანსის აღდგენას.

„დოიჩე ველე“ წერს, რომ კანონის მიღება საშუალებას აძლევს ისრაელის პრემიერ -მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს გააგრძელოს სასამართლო რეფორმები, რამაც 2023 წელს ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროტესტი გამოიწვია. რეფორმა მას შემდეგ შეჩერდა, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ ისრაელზე თავდასხმა განახორციელა და ამის საპასუხოდ ისრაელმა ღაზას სექტორში სამხედრო ოპერაცია დაიწყო.

ოპოზიციის ლიდერმა იაირ ლაპიდმა განაცხადა, რომ ქნესეთში კენჭისყრის დასრულებიდან რამდენიმე წუთში უზენაეს სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

დავით ზურაბიშვილი - ვეთანხმები მოსაზრებას, რომ დღეს არსებული ოპოზიციური ისტებლიშმენტი და პოლიტიკური სპექტრი ამ ხელისუფლების დამმარცხებელი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება
Acıbadem-ის გლობალური სამეცნიერო ძალა: სამი წამყვანი ექიმი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან მეცნიერთა შორის
აპლიკაცია SilkGo და ვიდეოპორტალი Myvideo გაერთიანდა
სასტუმრო „ტელეგრაფის“ ახალი სივრცე „Network Lounge by Silknet“ პირველ გამოფენას მასპინძლობს