დონალდ ტრამპი - მარინ ლე პენის წინააღმდეგ „კუდიანებზე ნადირობა“ კიდევ ერთი მაგალითია, როგორ იყენებენ ევროპელი მემარცხენეები კანონს თავისუფალი სიტყვის ჩასახშობად

მარინ ლე პენის წინააღმდეგ „კუდიანებზე ნადირობა“ კიდევ ერთი მაგალითია, როგორ იყენებენ ევროპელი მემარცხენეები კანონს თავისუფალი სიტყვის ჩასახშობად და მათი პოლიტიკური ოპონენტის ცენზურის მიზნით, რაც, ამჯერად, ამ ოპონენტის ციხეში ჩასმამდე მიდის, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ში წერს.

ტრამპის მტკიცებით, კორუმპირებული ადვოკატები და პოლიტიკოსები მასაც იგივე მეთოდით ებრძოდნენ.

„ეს არის იგივე „სახელმძღვანელო“, რომელიც ჩემს წინააღმდეგ გამოიყენა შეშლილთა და დამარცხებულთა ჯგუფმა, როგორიცაა ნორმა ეიზენი, ენდრიუ ვაისმანი და ლიზა მონაკო. ისინი ბოლო ცხრა წლის განმავლობაში სხვაზე არაფერზე ფიქრობდნენ და მარცხი განიცადეს, რადგან შეერთებული შტატების ხალხი მიხვდა, რომ ისინი მხოლოდ კორუმპირებული ადვოკატები და პოლიტიკოსები იყვნენ“, -წერს ტრამპი.

აშშ-ის პრეზიდენტი არ ეთანხმება მარინ ლე პენის წინააღმდეგ გამოტენილ განაჩენს და აცხადებს რომ მთელი დანაშაული „ბუღალტრული შეცდომაა“.

„არ ვიცნობ მარინ ლე პენს, მაგრამ ვაფასებ, რამდენს შრომობდა ამდენი წლის განმავლობაში. მარცხდებოდა, მაგრამ განაგრძობდა და ახლა, მოსალოდნელი დიდი გამარჯვების წინ, ისინი მას დევნიან მცირე ბრალდებით, რომლის შესახებ, ალბათ, არაფერი იცოდა - ეს "ბუღალტრულ" შეცდომად მეჩვენება. ეს ყველაფერი ძალიან ცუდია საფრანგეთისთვის და დიდი ფრანგი ხალხისთვის, არ აქვს მნიშვნელობა, რომელ მხარეს არიან ისინი. თავისუფლება მარინ ლე პენს!“- წერს ტრამპი.

შეგახსენებთ, პარიზის სასამართლომ საფრანგეთის ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი, მარინ ლე პენი და რვა ევროპარლამენტარი ევროკავშირის თანხების გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლე პენს საჯარო თანამდებობის დაკავება 5 წლით აეკრძალა, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 100 000 ევროს ჯარიმის გადახდა დაეკისრა. მარინ ლე პენის ადვოკატმა განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია