ურსულა ფონ დერ ლაიენი - ბოლო ესკალაცია დაუნდობელი შეხსენებაა, რომ რუსეთი იყო და რჩება აგრესორად - დაუყოვნებლივ საჭიროა მტკიცე ზომები

ბოლო ესკალაცია დაუნდობელი შეხსენებაა, რომ რუსეთი იყო და რჩება აგრესორად, საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევით. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიაენი პლატფორმა X-ზე წერს და ეხმაურება რუსეთის სარაკეტო თავდასხმას უკრაინის ქალაქ სუმზე.

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, დაუყოვნებლივ საჭიროა მტკიცე ზომები ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად.

„დღეს დილით, რუსეთის სისასტიკე კვლავ განმეორდა ქალაქ სუმში - მოკლული კაცები, ქალები და ბავშვები.

ბარბაროსული თავდასხმა კიდევ უფრო ამაზრზენი გახადა იმან, რომ მოხდა მაშინ, როდესაც ხალხი მშვიდობიანად ბზობის დღესასწაულის აღსანიშნავად შეიკრიბა.

ეს უკანასკნელი ესკალაცია დაუნდობელი შეხსენებაა:

რუსეთი იყო და რჩება აგრესორად, საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევით.

დაუყოვნებლივ საჭიროა მტკიცე ზომები ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად. ევროპა გააგრძელებს პარტნიორებთან კავშირს და რუსეთზე ძლიერ ზეწოლას იქამდე, ვიდრე სისხლისღვრა არ დასრულდება, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა არ იქნება მიღწეული, უკრაინის პირობებისა და ვადების შესაბამისად.

დღევანდელი თავდასხმის მსხვერპლები, მათი ოჯახები და ყველა უკრაინელი არის ჩვენს გულებში - დღეს და ყოველ დღე.

ევროპა უკრაინისა და მისი პრეზიდენტის გვერდით დგას“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

გიორგი ანთაძე - ოფიციალურ ციფრებს რომ გავყვეთ, მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი, ბოლო მოვლენების ფონზე ეჭვი მეპარება, რომ ეს ხალხი დღეს ხელისუფლების მომხრე გამხდარიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2025
ისარგებლეთ სპეციალური შეთავაზებით სუბურბან საგურამოში ლიმიტირებულ მიწის ნაკვეთზე
არქიში ერთ დღეში რეკორდული რაოდენობის - 201 ბინა გაიყიდა
იმპექსის სააფთიაქო ქსელმა მომხმარებელს KORRES-ის ინოვაციური ანტიასაკობრივი ხაზი Black Pine Primus წარუდგინა
დღეს „ავერსის“ სააფთიაქო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს ქეშბექ აქციას სთავაზობს
ქართველი სტომატოლოგებისა და სტუდენტებისთვის PSP-ს ექსკლუზიური პარტნიორის, იტალიური ბრენდის Curasept-ის ერთობლივი ღონისძიებები ჩატარდა