მიხაილ გალუზინი - ვიმედოვნებთ, რუსეთსა და აფხაზეთს შორის რეგულარული ავიარეისები მალე დაიწყება

ჩვენ არ განვიხილავთ აფხაზეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენას, როგორც საკითხს, რომელიც საქართველოსთან ჩვენი საჰაერო მიმოსვლის პრობლემებთან კავშირშია - ეს სრულიად დამოუკიდებელი თემაა, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა, რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, იმედოვნებს, რომ სოხუმის მიმართულებით ავიარეისები უახლოეს მომავალში დაიწყება.

„სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქცია 2023 წელს დაიწყო და ამჟამად დასასრულს უახლოვდება. რუსეთიდან უკვე განხორციელდა სატესტო ფრენა. ვიმედოვნებთ, რომ რეგულარული რეისები მალე დაიწყება. ეს რუსების ძალიან დიდი რაოდენობისთვის აფხაზეთში ტურისტული, საქმიანი და ა.შ. მიზნებით ვიზიტს გააადვილებს. მოველი, რომ ქართული მხარე, თავისი პრაგმატიზმითა და რუსეთთან კავშირების მნიშვნელობის გაგებით, გააგრძელებს რუსეთ-საქართველოს თანამშრომლობის განვითარებას იქ, სადაც ეს ორივე ქვეყნისთვის სასარგებლოა. რუსეთის მხრიდან ეს განწყობა ყოველთვის არსებობს და საქართველოსთან ჩვენს თანამშრომლობას პოლიტიკურ ან ეკონომიკურ მოთხოვნებს არ ვუკავშირებთ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ საკითხში შენარჩუნდება პრაგმატიზმი და საღი აზრი, რომელიც დღეს აშკარად ჭარბობს თბილისში“, - აღნიშნა გალუზინმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის