ვოლოდიმირ ზელენსკი - Patriot-ებს არა უბრალოდ ვითხოვთ, მზად ვართ, ვიყიდოთ - ყოველი ლიდერის მადლობელი ვარ, ვინც თვალს არ ხუჭავს რეალობაზე, რომ ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა მხოლოდ გაბედულობით შეიძლება

ყოველი ლიდერის მადლობელი ვარ, რომელიც თვალს არ ხუჭავს რეალობაზე, რომ ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა მხოლოდ გაბედულობით შეიძლება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ოდესაში ნატო-ს გენერალურ მდივან, მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

“დღეს ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე უკრაინაშია. განვიხილეთ უკრაინის, მთლიანად ჩვენი ევროპისა და ევროატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოება, ისევე როგორც ევროპასა და ამერიკაში ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობები.

მთავარი ფოკუსი უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე იყო. აბსოლუტურად ყველა ხედავს, როგორ სასწრაფოდ საჭიროებს უკრაინა საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და რაკეტებს. ევროპასა და ამერიკაში პარტნიორებთან საჰაერო თავდაცვაზე ჩვენი შეთანხმებების იმპლემენტაციას ვიმედოვნებთ. Patriot სისტემები თავდაცვითი იარაღია, Patriot-ებს არა უბრალოდ ვითხოვთ - მზად ვართ, ისინი ვიყიდოთ. ეს წმინდა პოლიტიკური საკითხია - სისტემები ხელმისაწვდომია მსოფლიოში, Patriot-ებისთვის რაკეტები ასევე ხელმისაწვდომია, გვექნება თუ არა რუსული ბალისტიკური დარტყმებისგან შესაბამისი დაცვა, მთლიანად პოლიტიკურ გადაწყვეტილებზეა დამოკიდებული.

ყოველი ლიდერის მადლობელი ვარ, რომელიც თვალს არ ხუჭავს რეალობაზე, რომ ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა მხოლოდ გაბედულობით შეიძლება. ნატო-ს გენერალური მდივნის მადლობელი ვარ უკრაინის ურყევი მხარდაჭერისთვის ამ ომის პირველივე დღეებიდანვე”, - წერს ზელენსკი.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე