სებ-ი - საკუთარ პროდუქციასა და მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინი 1-წლიან პერიოდში შემცირებულია

საქართველოს ეროვნული ბანკი მარტის თვის ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიშში წარმოდგენილია ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის შესახებ ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა გამოკითხვის მარტის თვის შედეგები.

“ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, საკუთარ პროდუქციასა და მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინი ერთ წლიან პერიოდში შემცირებულია. კერძოდ, მარტში თებერვალთან შედარებით მნიშვნელოვნად ნაკლებია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც საკუთარ პროდუქტზე ფასების მატებას 2%-4%-ის ფარგლებსა და 8%-ზე მეტად ელოდებიან. ამავე დროს მომატებულია იმ რესპონდენტთა წილი, რომლებიც ფასების ცვლილებას 0%-2%, 4%-6% და 6%-8%-ის ინტერვალში ვარაუდობენ.

ამავდროულად, ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, მარტში თებერვალთან შედარებით ერთწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები მომატებულია. იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების ზრდას 4%-6%-ისა და 6%- 8%-ის ინტერვალში ფიქრობენ, გაიზარდა. ხოლო, დაკლებულია იმ რესპონდენტთა ხვედრითი წილი, რომლებიც 1 წლის ჰორიზონტზე ინფლაციას უფრო დაბალ ინტერვალში, 0%-2%-ისა და 2%-4%-ის ფარგლებში, მოიაზრებენ. ასევე, მარტში წინა თვისაგან განსხვავებით, აღარ არიან ისეთი რესპონდენტებიც, რომლებიც სამომხმარებლო ფასების შემცირებას -2%-0% ინტერვალსა და -2%-ზე ნაკლებად ელოდებიან. თუმცა აღსანიშნავია, რომ შემცირებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც სამომხმარებლო ფასების ზრდას 8%-ზე მეტად ელოდებიან.

გამოკითხულთა აზრით, მარტში თებერვალთან შედარებით სამწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები გაზრდილია. ერთი მხრივ, თებერვალთან შედარებით, მომატებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო სამი წლის მანძილზე ფასების ცვლილებას 8%-ზე მეტად ელოდებიან. მეორე მხრივ, შემცირებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას შედარებით დაბალი ზრდის ინტერვალში, 4%-6%-ის ფარგლებში, პროგნოზირებენ. ამასთანავე, მომატებულია იმ რესპონდენტთა წილი, რომლებიც ინფლაციას 2%-4%-ის ფარგლებში მოელიან.

გამოკითხვის შედეგებით, მარტში თებერვალთან შედარებით მოლოდინები ხელფასების ზრდაზე მცირედით მომატებულია. კერძოდ, გაზრდილია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 0%-10%-ისა და 10%-20%-ის ფარგლებში ელოდებიან. ამავე დროს, შემცირებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას -10%-0%-ის მიდამოში მოიაზრებენ.

კვლევის მიხედვით, მარტში კომპანიაში წარმოებისათვის საჭირო რესურსების გამოყენების ეფექტიანობა (კომპანიის რესურსების რეალური გამოყენება, მაქსიმალურ გამოყენებასთან შედარებით) თებერვალთან შედარებით გაზრდილია”, - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს
„ბიბლუსში“ სასკოლო სამზადისი დაიწყო - ყველაფერი ყველასთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით