დიმიტრი პესკოვი - რუსეთს, ირანსა და ჩინეთს შორის დიალოგს სამი ქვეყნის ინტერესებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს

რუსეთს, ირანსა და ჩინეთს შორის დიალოგს სამი ქვეყნის ინტერესებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ირანის სახელმწიფო მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„სხვადასხვა საკითხებზე რუსეთს, ირანსა და ჩინეთს შორის დიალოგს დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც სამი ქვეყნის ინტერესების, ასევე ახლო აღმოსავლეთის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

ამასთან, მისი თქმით, რუსეთი ბირთვული პროგრამის შესახებ ირანსა და აშშ-ს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს მიესალმება.

„ჩვენ მივესალმებით თეირანსა და ვაშინგტონს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებას. ორივე მხარის ინტერესებსა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებზე დამყარებული მოლაპარაკებების პროცესის გაგრძელების მხარს ვუჭერთ. გვჯერა, რომ ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული ყველა საკითხი მხოლოდ პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით უნდა გადაწყდეს“, - აღნიშნა პესკოვმა.

ცნობისთვის, დღეს რომში, თეირანის ბირთვული პროგრამის შესახებ აშშ-სა და ირანს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებების მეორე რაუნდი მიმდინარებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის