ბოლნისის ღვინის გზამკვლევის პრეზენტაცია გაიმართა

3 მაისს, ბოლნისში ქართულ-გერმანულ ღვინის სახლში, ბოლნისის ღვინის გზამკვლევის პრეზენტაცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას „არემჯი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, მეღვინეთა გაერთიანება „ღვინო ბოლნისის“ ინიციატივითა და კომპანია „არემჯის“ მხარდაჭერით გამოცემაზე მუშაობა 2024 წელს დაიწყო.

„ბოლნისის ღვინის გზამკვლევის მიზანია ბოლნისის როგორც ღვინის რეგიონის ისტორიის, ტრადიციებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების წარმოჩენა. ასევე ადგილობრივი მევენახე-მეღვინეების, მარნებისა და მათ მიერ წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

გზამკვლევი მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა ბოლნისის მეღვინეობის უწყვეტი ტრადიცია, რთველისა და ღვინის დაყენების უნიკალური ტექნოლოგია ძველ გერმანულ დასახლებაში, ქვემო ქართლში გავრცელებული საღვინე ვაზის ჯიშების დახასიათება. გამოცემაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბოლნისს, როგორც დაცული ადგილწარმოშობის დასახელების მქონე რეგიონს და მის მნიშვნელობას ქართულ მეღვინეობაში.

გზამკვლევს თან ახლავს ქალაქ ბოლნისის ღვინის რუკა, რომელზეც 32 ბოლნისური მარანია დატანილი. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ხელახლა გაცოცხლებული რუკა, რომელზეც ბოლნისის მუნიციპალიტეტში გავრცელებული ნიადაგის ტიპებია გამოყოფილი, რაც უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას წარმოადგენს მეღვინეებისთვის.

ღვინის გზამკვლევში ბოლნისი თავის უნიკალურ კულტურულ და ისტორიულ ძეგლებთან ერთად, წარმოჩენილია როგორც ოქროსფერი ღვინისა და გასტრონომიის ქალაქი.

ღონისძიებას დაესწრნენ ადგილობრივი მეღვინეები, ღვინის სფეროს წარმომადგენლები, სომელიეები და ღვინის მოყვარულები, ასევე ტურისტული სექტორის წარმომადგენლები.

ბოლნისის ღვინის გზამკვლევი მომზადდა N Line Media-ს მიერ, რომელიც ყველაზე პოპულარული ღვინის ჟურნალის Homeland of Wine-ის გამომცემელია. მსგავსი პუბლიკაცია მნიშვნელოვანია ბოლნისის მეღვინეობის პოპულარიზაციისა და ადგილწარმოშობის ღვინის ცნობადობის ამაღლების კუთხით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - არაფერი მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ საგარეო ორიენტირს ცვლის და აშშ-თან ან ევროკავშირთან პოლიტიკური ურთიერთობების დალაგებას ცდილობს, საქმე გვაქვს ეკონომიკური ან ლოჯისტიკური პრობლემების გადაწყვეტის მცდელობასთან
ქართული პრესის მიმოხილვა 11.05.2026
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
50%-იანი ქეშბექი შოპინგზე - Bybit Georgia და City Mall ახალ კამპანიას იწყებენ
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების მეორე ეტაპზე შეთავაზებული აპარტამენტები ერთ დღეში გაიყიდა
რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ უერთდება „საოჯახო კალათის“ ინიციატივას
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია