თიბისის, თიბისი კაპიტალს და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის მემორანდუმი გაფორმდა

5 მაისს, მილანში, აზიის განვითარების ბანკის (ADB) 58-ე ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, თიბისიმ, თიბისი კაპიტალმა და ADB-მ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმი მიზნად ისახავს თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულების შექმნას, რომელიც განსაზღვრავს პოტენციური თანადაფინანსების შესაძლებლობებს საქართველოსა და უზბეკეთის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სექტორებში.

თანადაფინანსების ჩარჩო-ხელშეკრულება პირველია, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი გააფორმებს. სხვა რეგიონებში დაფინანსების ეს უპრეცედენტო მოდელი, მხოლოდ საქართველოსა და უზბეკეთში განხორციელების შემდგომ დაინერგება. აღნიშნული მემორანდუმი ორივე ქვეყანაში გაამარტივებს დაფინანსებაზე წვდომას და გააღრმავებს თიბისისა და ADB-ს პარტნიორობას.

მემორანდუმის ფარგლებში, 2025-2028 წლის პერიოდში, ADB სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტებისთვის 150 მილიონ აშშ დოლარამდე დაფინანსების გამოყოფას გეგმავს. ასევე, თიბისისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, დამატებით გათვალისწინებულია 150 მილიონი აშშ დოლარის მოზიდვა. დაფინანსება განხორციელდება პირდაპირი სესხებისა და ბონდების გამოშვებით.

თიბისისა და ADB-ის შორის გაფორმებული თანადაფინანსების ხელშეკრულების ფარგლებში, თიბისის კორპორატიულ მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა მოიზიდონ დაფინანსება გაუმჯობესებული პირობებით. თიბისი უზრუნველყოფს პროექტების წინასწარ შერჩევას და დამუშავებას, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს სესხის მიღების პროცესს - შემცირდება მინიმალური სესხის მოცულობის მოთხოვნა, რაც მეტ კომპანიას მისცემს საშუალებას, ADB -ის დაფინანსებით ისარგებლოს.

საქართველოში წამყვანი საბროკერო, კვლევითი და საინვესტიციო კომპანია- თიბისი კაპიტალი კი, ქვეყნის კაპიტალის ბაზრებს კიდევ უფრო გააფართოებს და რეგიონული კაპიტალის ბაზრებს აითვისებს. ობლიგაციებში ADB-ის - როგორც ინვესტორის შემოსვლის ფასილიტაციას თიბისი კაპიტალი განახორციელებს, შესაბამისად მისი მეშვეობით, ემიტენტებს ექნებათ უფრო მარტივი და ეფექტური წვდომა IFI დაფინანსებებზე.

თანამშრომლობა ითვალისწინებს, როგორც მცირე, ისე მსხვილი სტრატეგიული პროექტების მხარდაჭერას, ამიტომ თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით მეტ ემიტენტს ექნება ADB-სთან თანამშრომლობის და ობლიგაციების გამოშვების შესაძლებლობა. ეს ხელს შეუწყობს ალტერნატიული დაფინანსების წყაროებზე ხელმისაწვდომობას და მზარდ ლიკვიდურობას ბაზარზე.

ADB და თიბისი მიზნად ისახავენ, ისეთი პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენენ გარემოზე, მათ შორის კლიმატურ და სოციალურ მიმართულებებზე. ამ ეტაპზე, ძირითადად განიხილება განახლებადი ენერგიის, ტრანსპორტის, ლოჯისტიკისა და წარმოების სექტორების თანადაფინანსება.

(R)

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის