ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი - პირველი მესიჯი: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უკრაინა 2030 წლის 1-ელ იანვრამდე ევროკავშირში გვყავდეს - მეორე მესიჯი: პასუხს ვაგებინეთ რუსეთს აგრესიის დანაშაულისთვის

რამდენიმე მესიჯი, რასაც დღეს ყველა ერთად ვაგზავნით: პირველი არის ის, რომ უკრაინა ევროპას ეკუთვნის და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მხარი დაგიჭიროთ ამ გზაზე და რომ უკრაინა 2030 წლის 1-ელ იანვრამდე ევროკავშირში გვყავდეს, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კიასტუტის ბუდრისმა უკრაინის ქალაქ ლვოვში განაცხადა, სადაც ის, ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად იმყოფება.

მისი თქმით, მეორე გზავნილი არის ის, რომ პასუხს აგებინებენ რუსეთს აგრესიის დანაშაულისთვის.

„მეორე მესიჯი და ეს არ არის მხოლოდ თქვენთვის, არამედ დანარჩენი მსოფლიოსთვისაც და განსაკუთრებით რუსეთისთვის, არის : ჩვენ პასუხს ვაგებინეთ რუსეთს აგრესიის დანაშაულისთვის. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ აგრესია აღარ განმეორდეს. ჩვენ ამის გაკეთების შანსი ხელიდან გავუშვით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ხელიდან გავუშვით შანსი, გაგვეკეთებინა ეს კომუნიზმთან დაკავშირებით. ახლა ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნების მომავლისთვის და კაცობრიობის მომავლისთვის“, - აღნიშნა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!