კაია კალასი - მივესალმები სანქციების მე-17 პაკეტზე შეთანხმებას - ვზრდით ზეწოლას რუსეთზე, რათა ომი დაასრულოს

ვზრდით ზეწოლას რუსეთზე, რათა მან დაასრულოს ომი. მივესალმები სანქციების მე-17 პაკეტზე შეთანხმებას, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„სანქციების სამიზნე რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კიდევ მეტი ნაწილია, რომელიც პუტინის აგრესიის დასაფინანსებლად შემოსავლის მისაღებად ნავთობის უკანონოდ გადაზიდვას ახორციელებს. სანქციები ასუსტებს რუსეთის საომარ ფონდს“, - წერს კალასი.

შეგახსენებთ, ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტის დამტკიცების შესახებ შეთანხმდნენ. სანქციების ახალი პაკეტის სამიზნეს, რომელსაც ევროკავშირი უახლოეს დღეებში დაამტკიცებს, რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტი“ წარმოადგენს. ასევე, სანქციების მე-17 პაკეტი რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის, ქიმიური იარაღის გავრცელებისა და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ შემზღუდველ ზომებს ითვალისწინებს

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა