ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ქაშვეთის ტაძრიდან სამებისკენ მსვლელობა მიმდინარეობს

ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრიდან სამების საკათედრო ტაძრისკენ მსვლელობა დაიწყო.

მსვლელობაში მონაწილეობენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, მიხეილ ყაველაშვილი და სხვა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ადგილზე ასევე იმყოფებიან საპატრიარქოს ჩოხოსნებიც, რომლებსაც საქართველოსა და ოჯახის სიწმინდისთვის მიძღვნილი დროშები აქვთ.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა