გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში, მუდმივმოქმედი სემინარის ფარგლებში, გლობალიზაციის ტრანსფორმაცია, სავაჭრო ომები და საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები განიხილეს

22 მაისს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს, მუდმივმოქმედი სემინარის ფარგლებში, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, პროფესორი ვლადიმერ პაპავა ეწვია.

ამის შესახებ ინფორმაციას გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე, რომელსაც რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, ახალგაზრდა მკვლევრები და სტუდენტები ესწრებოდნენ, გლობალიზაციის ტრანსფორმაცია, სავაჭრო ომები და საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები განიხილეს.

„მოწვეულმა სტუმარმა მსოფლიო ეკონომიკური წესრიგის ცვლილებების თავისებურებების შესახებ ისაუბრა, რომლებიც უმთავრესად გლობალიზაციის ტრანსფორმაციით არის განპირობებული.

აღინიშნა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულმა ომმა და დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიღებულმა ეკონომიკურმა სანქციებმა შეცვალა გლობალიზაციისა და ზოგადად, მსოფლიო წესრიგი.

ეკონომიკის გლობალიზაციის კონტექსტში შეხვედრაზე საქართველოს გრძელვადიანი განვითარების მიმართულებები, გამოწვევები და სავარაუდო შედეგებიც განიხილეს.

განსახილველმა საკითხმა შეხვედრის მონაწილეთა დიდი დაინტერესება გამოიწვია, სტუმარმა კი ყველა დასმულ შეკითხვას უპასუხა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ