გიორგი ახობაძე - ძალიან მეიმედება რუსთაველის გამზირის ციხესიმაგრე - მოგიწოდებთ, გააძლიეროთ “ერთობის მარშები”

ჩვენს ბრძოლას და პროტესტს მთელი გულით ვგულშემატკივრობ - მოგიწოდებთ, რომ გააძლიეროთ ერთობის მარშები,- ამის შესახებ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ექიმი, გიორგი ახობაძე საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში წერს, რომელიც მის “ფეისბუქ” გვერდზე ვრცელდება.

გარდა ამისა, ახობაძე ასახელებს კონკრეტულ ადამიანებს, მხარდამჭერებს და მათ მადლობას უხდის წერილებისთვის, რომელიც, მისივე თქმით, დაბადების დღის მისალოცად ციხეში შეუგზავნეს.

“რაც შეეხება ჩვენს ბრძოლას და პროტესტს, მთელი გულით ვგულშემატკივრობ. ძალიან მეიმედება რუსთაველის გამზირის ციხესიმაგრე და "ერთობის მარშები". თუ ოდნავ მაინც მაქვს უფლება, ვინმეს რამე მოვუწოდო, მოგიწოდებთ, რომ გააძლიეროთ "ერთობის" მარშები, გვერდში დაუდგეთ მაგ ხალხს.

ძალა ერთობაშია! ბრძოლა ბოლომდე, გამარჯვებამდე!”,- წერს ახობაძე წერილში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის