საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს და საქართველოში ავტორიზებულ უნივერსიტეტეტებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, ასევე, საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების რექტორებსა და სამეცნიერო-აკადემიურ წრეებს ეროვნულ დღესასწაულს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

„გულითადად გილოცავთ ეროვნულ დღესასწაულს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - ჩვენს საუნივერსიტეტო საზოგადოებას, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების რექტორებსა და სამეცნიერო-აკადემიურ წრეებს და ყველა იმ პატრიოტს, ვისაც გულწრფელად აღელვებს ჩვენი ქვეყნის ბედ-იღბალი.

დამოუკიდებლობის აღდგენის დღე, წარსულის ხსოვნასთან ერთად, მომავლის საქართველოს შენების მოწოდებაა, სიმბოლოა ქართველი ხალხის ურყევი ნებისა - თავად განსაზღვროს და გამოსჭედოს თავისი ბედი. ეს თარიღი ჩვენი ერის უდრეკობისა და სიბრძნის, ნიჭისა და ნებელობის გამოვლინებაა - ერის ყველა თაობის მამულიშვილთა, რომელთაც მუდამ სწამდათ და სწამთ ერთიანი, ძლიერი, თავისუფალი და განვითარებული საქართველოს იდეისა.

დღეს, ჩვენი თაობა ვიღებთ პასუხისმგებლობას, ღირსეულად გავაგრძელოთ მათი გზა - განუხრელი სვლა აღმშენებლობისკენ. განვავითაროთ ცოდნა, განათლება, მეცნიერება და ინოვაციური მიდგომებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვით, თვალი გავუსწოროთ მომავლის გამოწვევებს.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, ისევე როგორც ყველა სხვა უმაღლეს სასწავლებელს, თავისი განსაკუთრებული მისია აქვს საქართველოს ღირსეული მომავლის შექმნის გზაზე – აღზარდოს პროფესიონალ სპეციალისტთა და მკვლევართა ახალი თაობა, ნიჭიერი და პასუხისმგებლობით აღსავსე მოქალაქეები და ამით გაამყაროს ქართული სახელმწიფოებრიობა, რათა ჩვენმა ქვეყანამ თავისი კუთვნილი ადგილი დაიმკვიდროს მსოფლიო თანამეგობრობაში.

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! #ესდღეჩვენია“, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის მიმართვაში.

ცნობისთვის, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა, 26 მაისის დადგომისთანავე, საქართველოს დროშის ფერებში განათდა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის