ქართველი ემიგრანტების ნაწილი ბალტიის ქვეყნებს, ევროკავშირს „ცრუ-მოწმეების და რეპრესიული რეჟიმის სხვა წარმომადგენლების“ დასანქცირებას სთხოვენ

ქართველი ემიგრანტების ნაწილი ბალტიის ქვეყნებს, ევროკავშირს „ცრუ-მოწმეების და რეპრესიული რეჟიმის სხვა წარმომადგენლების“ დასანქცირებას სთხოვენ. ინფორმაციას ქართველი ემიგრანტების ნაწილი ავრცელებს.

„ბალტიის ქვეყნებში მცხოვრებმა ქართველებმა ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს მიმართვა გაუგზავნეს. მიმართვაში ქართველები ბალტიელ პარტნიორებს სთხოვენ სასანქციო პოლიტიკის გაძლიერებას. მიმართვას ამჯერად თან ერთვის 200-კაციანი სია, რომელთა დასანქცირებას ითხოვენ მიმართვის ხელმომწერები და რომელთა შესახებ დოკუმენტირებულია მათ მიერ განხორციელებული ანტიჰუმანური ქმედებები. ამ სიაში არიან ე.წ. სამართალდამცავი სისტემის, რეალურად კი რეპრესიული რეჟიმის წარმომადგენლები: პროკურორები, მოსამართლეები გამომძიებლები, სუს-ის თანამშრომლები, პოლიციელები. განსაკუთრებული აქცენტი მიმართვაზე ხელმომწერებმა ასევე გააკეთეს ე.წ. ცრუ-მოწმეებზე და მათი დასანქცირების მნიშვნელობაზე.

მიმართვა ასევე გადაეგზავნა ევროკავშირის ხელმძღვანელი პირებს და ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყნების მთავრობებს.

მიმართვის ინიციატორია „პლატფორმა 2025". ესტონეთში მიმართვა გადაეგზავნა ორგანიზაცია „საქართველოს სახლი ესტონეთში" ინიციატივით. დასასანქცირებელი პირების ბაზა, შესაბამისი აღწერილობით და სხვა დამატებითი დოკუმენტაციით მოამზადა პარტია „ფედერალისტებმა"/თავისუფლების ინსტიტუტმა“, - ნათქვამია მიმართვაში.

მიმართვას ხელს აწერენ:

დავით ძიძიშვილი. ბრიუსელი, ბელგია "პლატფორმა 2025";

ელენე ფანცულაია. კაუნასი, ლიეტუვა. „პლატფორმა 2025";

ლევანი გორელაშვილი. ტალინი, ესტონეთი. „საქართველოს სახლი ტალინში";

კოკი იონათამიშვილი. რიგა, ლატვია. „პლატფორმა 2025";

სალომე ხვადაგიანი. თბილისი. თავისუფლების ინსტიტუტი/პარტია „ფედერალისტები".

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის