არსებული ინფორმაციით, ბათუმში, შენობის სახურავიდან მოზარდი გადმოვარდა - ის კლინიკაშია გადაყვანილი

არსებული ინფორმაციით, ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე, შენობის სახურავიდან მოზარდი გადმოვარდა.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

როგორც კლინიკაში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, დაშავებულ მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ამასთან, “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, შენობაში, საიდანაც, მოზარდი, სავარაუდოდ, გადმოვარდა, ამ ეტაპზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა