მედია - ანდრეი ერმაკი აშშ-ში გაემგზავრება

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება, - ინფორმაციას უკრაინული მედია საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი აშშ-ში მიფრინავს“, - აღნიშნა წყარომ მედიასთან საუბარში.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ უკრაინა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ეკონომიკურ და თავდაცვის საკითხებზე შეთანხმებებზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. მისი თქმით, უკრაინას სურს შეერთებულ შტატებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებიც შესთავაზოს. ზელენსკიმ ამ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრები დააანონსა.

„შესაბამისი შეხვედრები იქნება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ კვირაში. თუმცა, ჯერ არ გავამხელ, რა ფორმატში. ვგეგმავთ, რომ ეს შეხვედრები აშშ-ში გაიმაროს. იქ ამ ორ საკითხს დავაყენებთ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში