„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს 4 ივნისს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 ივნისს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

„გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 ივნისს, 09:00 საათიდან 17:00 საათამდე, ენერგომომარაგება შეეზღუდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ქსოვრისი, ილტოზა, მუხრანი, ვარდისუბანი, ასევე დუშეთის რაიონის სოფლებში: მჭადიჯვარი, ოძისი, ბაქაქურები, ჭაშა.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე, აბონენტებს სოფლებში: ახალშენი, ქვიტკირის წყარო, ზემო შუახევი, წიწამურა, ქისიაანი, ქვემო შუახევი, ჭილურტი.

11:00 საათიდან 18:00 საათამდე დენი გაეთიშებათ მომხმარებლებს სოფელ დიღომში გაბრიელ ათონელის, დიდგორის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ბერი გობრონის, გაბრიელ ათონელის, კავთას, დედოფალი ელენეს და მეფე კონსტანტინეს ქუჩებზე.

12:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგია დროებით შეუწყდებათ სოფლებს: წყლულეთი, მსხალდიდი, ნახშირგორა, ლისი, ქვემო ლისი, ორბეთი.

კომპანიის განმარტებით, სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე