ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინი დაუსჯელობას გრძნობს და რუსეთის მხრიდან საშინელი დარტყმების შემდეგაც კი, რაღაც „პასუხებს“ ამზადებს - ყოველი ახალი დარტყმით რუსეთი შუა თითს უჩვენებს მთელ მსოფლიოს

2025 წლის დასაწყისიდან რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის 27 700-მდე საჰაერო ბომბი, 11 200-მდე „შაჰედი“ და 9 000-მდე სხვა ტიპის დრონი გამოიყენა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, გარდა ამისა, მტერმა 700-ზე მეტი რაკეტა გაუშვა, მათ შორის ბალისტიკური.

„ბევრი ესაუბრა რუსეთს სხვადასხვა დონეზე. ვერავითარმა საუბარმა ვერ მიიყვანა არა მხოლოდ საიმედო მშვიდობამდე, არამედ ომის შეჩერებამდეც კი. სამწუხაროდ, პუტინი დაუსჯელობას გრძნობს და რუსეთის მხრიდან საშინელი დარტყმების შემდეგაც კი, თითქოსდა, კიდევ რაღაც „პასუხებს“ ამზადებს. ეს ნიშნავს, რომ ყოველი ახალი დარტყმით, დიპლომატიის ყოველი ახალი შეფერხებით, რუსეთი შუა თითს უჩვენებს მთელ მსოფლიოს. ყველას, ვისაც არ სურს რუსეთზე ზეწოლის გაზრდა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, სწორედ მოსკოვში უნდა იგრძნონ, რომ ომს დიდი ფასი აქვს. ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ თუ მსოფლიო პუტინის მუქარაზე სუსტ რეაგირებას მოახდენს, რუსეთის ლიდერი ამას აღიქვამს, როგორც მის ქმედებებზე თვალის დახუჭვის სურვილს.

„როდესაც ის არ გრძნობს ძალასა და ზეწოლას, მაგრამ გრძნობს სისუსტეს, ის ყოველთვის სჩადის ახალ დანაშაულებს. ის ასეთ დამოკიდებულებას ჩუმ ნებართვად მიიჩნევს - ნებართვად ახალი სისასტიკისთვის, ახალი დარტყმებისთვის, ახალი მკვლელობებისთვის. თუ ძლიერები პუტინს არ შეაჩერებენ, ეს ნიშნავს, რომ ისინი მასთან ერთად იზიარებენ პასუხისმგებლობას. და თუ მათ სურთ, მაგრამ ვერ შეაჩერებენ, პუტინი მათ ძლიერებად აღარ ჩათვლის“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მასთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ მოუწევს აეროდრომებზე თავდასხმებზე პასუხის გაცემა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის