რუსტემ უმეროვმა და სებასტიან ლეკორნუმ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის იარაღის ერთობლივი წარმოების საკითხი განიხილეს

უკრაინისა და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრებმა, რუსტემ უმეროვმა და სებასტიან ლეკორნუმ თავდაცვის წარმოების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებებისთვის დრონებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების წარმოებაზე ისაუბრეს.

უკრაინის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ რუსტემ უმეროვმა და სებასტიან ლეკორნუმ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დრონების წარმოებაში ფრანგული კომპანიების მონაწილეობა განიხილეს.

„უკრაინა მზადაა, ეს შესაძლებლობა საუკეთესო მწარმოებლებს მისცეს - ჩვენ გვაქვს საბრძოლო გამოცდილება, საფრანგეთს კი ძლიერი ინდუსტრია. ეს ორმხრივად მომგებიანი პარტნიორობაა“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

უკრაინის თავდაცვის უწყების ცნობით, მხარეებმა ასევე განიხილეს საჰაერო თავდაცვის სისტემების და სხვა იარაღის ერთობლივი წარმოება როგორც უკრაინაში, ასევე საფრანგეთში.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში