სერგეი რიაბკოვი - ვაშინგტონში კარგად არის ცნობილი მოსკოვის პოზიცია უკრაინის კონფლიქტის ძირეული მიზეზების აღმოფხვრასთან დაკავშირებით, სანქციებით მუქარა ამას ვერ შეცვლის - უცნაურია, რომ „ცხელი თავები“ სენატში რეალობას არ ითვალისწინებენ

ვაშინგტონმა კარგად იცის მოსკოვის პოზიცია უკრაინის კონფლიქტის მიზეზების აღმოფხვრასთან დაკავშირებით, სხვაგვარად გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფა შეუძლებელია და სანქციებით მუქარა ამას ვერ შეცვლის, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა TASS-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ვლადიმერ პუტინმა დაადასტურა კონფლიქტის ძირეული მიზეზების პოლიტიკური და დიპლომატიური ძალისხმევის ფარგლებში აღმოფხვრის აუცილებლობის ძირითადი პრინციპი. სხვაგვარად შეუძლებელია გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფა. კონკრეტულად, აუცილებელია გამოირიცხოს უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ პაუზის გამოყენების ნებისმიერი შესაძლებლობა შესვენებისა და ძალების გადაჯგუფებისთვის. პრინციპული პოზიცია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა თითქმის ერთი წლის წინ საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე გააჟღერა, ვაშინგტონში კარგად არის ცნობილი და სანქციებით მუქარა მას ვერ შეცვლის“, - აღნიშნა რიაბკოვმა.

მისი თქმით, აშშ-ის წინა ადმინისტრაციას ამაში დარწმუნების შესაძლებლობა ჰქონდა.

„უცნაურია, რომ „ცხელი თავები“, რომლებმაც აშშ-ის სენატში საღი აზრის ნატამალიც კი დაკარგეს, ამ რეალობას არ ითვალისწინებენ“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის