ისრაელმა იემენში ჰოდეიდას პორტი დაბომბა

ისრაელმა იემენში ჰოდეიდას პორტი დაბომბა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, ჰოდეიდას პორტზე სარაკეტო დარტყმები ისრაელის სამხედრო-საზღვაო ძალებმა განახორციელა.

სარაკეტო დარტყმებამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებადი რას-ისას, ჰოდეიდასა და სალიფის პორტების ევაკუაციის ბრძანება გასცა.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

„ჰუსიტების“ ინფორმაციით, ისრაელმა ორი სარაკეტო დარტყმა განახორციელა.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა