რუსეთში გაუჩინარებულ „ან-2“ ტიპის თვითმფრინავს ეძებენ

რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტო („როსავიაცია“) იაკუტიაში გაუჩინარებულ მსუბუქ მრავალფუნქციურ „ან-2“ ტიპის თვითმფრინავს ეძებს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში „მი-8“ ტიპის ვერტმფრენიცაა ჩართული.

კომპანია „მიან“-ის კუთვნილი თვითმფრინავი ფრენას ტომპონსკის რაიონის ტყეების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე ახორციელებდა.

„როსავიაციის“ ცნობით, საავარიო რადიოსიგნალი იაკუტიაში გააქტიურდა.

არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე ხუთი ადამიანი იმყოფება, მათ შორის ორი პილოტი და სამი სპეციალისტი დამკვირვებელი

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა