სახალხო დამცველმა ომბუდსმენების საერთაშორისო სიმპოზიუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ომბუდსმენების საერთაშორისო სიმპოზიუმში მიიღო მონაწილეობა, რომელიც 18 ივნისს აზერბაიჯანის ომბუდსმენის, საბინა ალიევას ორგანიზებით ბაქოში გაიმართა.

ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სიმპოზიუმის თემა იყო „კანონის უზენაესობის გაძლიერება: ომბუდსმენებისა და ეროვნული ადამიანის უფლებათა ინსტიტუტების როლი“.

„მაღალი დონის შეხვედრაზე ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის (ENNHRI) წევრი აზია-აფრიკისა და აღმოსავლეთ ევროპის ომბუდსმენებმა კონსტიტუციური უფლებების აღსრულებისა და ყველასთვის თანაბარი უფლებების უზრუნველყოფის საკითხებზე ისაუბრეს; საერთაშორისო თანამშრომლობისა და ლტოლვილთა უფლებების დაცვის გამოწვევები და საუკეთესო პრაქტიკა განიხილეს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს