GGU ჯგუფმა ლონდონში EMEA Finance-ის ორი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა

2025 წლის 18 ივნისს, ლონდონში, ბრიტანული იურიდიული საზოგადოების (The Law Society) ისტორიულ შენობაში, EMEA Finance-ის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც საპატიო ჯილდოები გადაეცა რეგიონში წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებს, იურიდიულ ფირმებს, კომპანიებს და პროქეტებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს რეგიონში ინფრასტრუქტურისა და კაპიტალის ბაზრების განვითარებაში. ამის შესახებ ინფორმაციას GWP ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, თბილისის, მცხეთის და რუსთავის წყალმომარაგების სისტემებისა (gwp) და ენერგეტიკული ობიექტების მმართველმა კომპანიამ Georgian Global Utilities (GGU) EMEA Finance-ის 2024 წლის მიღწევებისა და პროექტების დაფინანსების საერთაშორისო დაჯილდოვებებზე ორ მნიშვნელოვან ნომინაციაში გაიმარჯვა:

საუკეთესო მწვანე ობლიგაცია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;

საუკეთესო გარიგება წყლის სექტორში ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;

„GGU ჯგუფმა EMEA Finance-ის პრესტიჟული ჯილდოები 2024 წლის ივლისში 300 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მწვანე ობლიგაციების წარმატებული გამოშვებასა და განთავსებას უკავშირდება - გარიგებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა როგორც ქვეყნის კაპიტალის ბაზრების განვითარებაში, ისე წყალმომარაგების სექტორის მდგრად გაუმჯობესებაში.

დაჯილდოვების ღონისძიებას ლონდონში ესწრებოდნენ FCC Aqualia-ს აღმასრულებელი დირექტორი - სანტიაგო ლაფუენტე პერეზ ლუკასი; რეგიონალური დირექტორი - ხოსე ენრიკე ბოფილ მაესტრე; ფინანსური დირექტორი - ისიდორო ანტონიო მარბან ფერნანდესი; gwp-ს გენერალური დირექტორი ხოსე მიგელ სანტოს გონსალესი; GGU-ს მრავალწლიანი პარტნიორი და წამყვანი ინვესტორი EBRD და სხვა მოწვეული სტუმრები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის