ირაკლი ბენდელიანი - „თბილსერვისი“ აქტიურადაა ჩართული ყოველდღიურ სამუშაოებში დედაქალაქის დასუფთავებისა და გაუმჯობესების მიმართულებით

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, „თბილსერვის ჯგუფი“ აქტიურად არის ჩართული ყოველდღიურ სამუშაოებში დედაქალაქის დასუფთავების, გაჯანსაღებისა და გაუმჯობესების მიმართულებით.

„თბილსერვისის“ საქმიანობის, განხორციელებული და დაგემილი პროექტების შესახებ ირაკლი ბენდელიანმა ინფრასტრუქტურის პოლიტიკის პრეზენტაციაზე ისაუბრა.

მისივე თქმით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) გაფორმებული შეთანხმებების ფარგლებში, მიმდინარე წლებში შეძენილია 140 ერთეული სპეც-მანქანა. ასევე, 2025 წლის ბოლომდე კიდევ 30 ერთეული სპეც-ტექნიკის შესყიდვაა დაგეგმილი.

„თბილსერვისი“ აქტიურად არის ჩართული საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაში, ვინაიდან გარკვეული სახის სამუშაოებს უშუალოდ თავად ახორციელებს. ეს არის გარე განათების ქსელის, ასევე, თანამედროვე ტიპის მიწისქვეშა ნარჩენების კონტეინერების მოწყობა, რომლებიც, დაახლოებით, 500 გვაქვს უკვე; მიწისქვეშა გადასასვლელების რეაბილიტაცია და ადაპტირება შშმ პირების საჭიროებებზე. გარდა ამისა, ბოლო პერიოდში განვახორციელეთ ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებული ხის საფეხმავლო ხიდის სრული რეაბილიტაცია“, - განაცხადა მან.

მერის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ დედაქალაქის მასშტაბით აქტიურად ხორციელდება გარე განათების ქსელის მოწესრიგება.

პრეზენტაციაზე ირაკლი ბენდელიანმა ნარჩენების მართვის კუთხით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა.

„მნიშვნელოვანი პროექტებია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD ) გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში. კერძოდ, შემუშავდა თბილისის ნარჩენების პრევენციისა და რეციკლირების სტრატეგია და 10-წლიანი სამოქმედო გეგმა; მიმდინარეობს ბელიაშვილის ქუჩაზე არსებული ნარჩენების გადამტვირთი სადგურის რეაბილიტაცია; დიდ ლილოში არსებულ საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე, მოეწყობა ნაჟური წყლების გამწმენდი ნაგებობის; დაგეგმილია გაზშემკრები სისტემის მოწყობა ; დიდი ლილოს ნაგავსაყრელზე დაიწყება მასალების აღმდგენი ობიექტისა და მექანიკურ-ბიოლოგიური დამუშავების საწარმოს მშენებლობა“, - განაცხადა მერის მოადგილემ.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი