„საქართველოს ბანკისა“ და აზროვნების აკადემიის პარტნიორობით, ელექტრონულ კომერციაზე ბიზნეს სესია გაიმართა

„საქართველოს ბანკი“ მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებასა და მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით, აზროვნების აკადემიასთან პარტნიორობით, აზროვნების აკადემიაში გაიმართა სესია თემაზე — „ბიზნესის გაციფრულება და ელ-კომერცია“, რომელსაც გიორგი ბერეჩიკიძე, Veli.Store-ის ციფრული მიმართულების მარკეტინგის ხელმძღვანელი გაუძღვა.

ლექცია განკუთვნილი იყო დამწყები და მოქმედი მეწარმეებისთვის, მენეჯერებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც ბიზნესის ციფრულ ტრანსფორმაციაზე ფიქრობენ ან მას სტრატეგიული მნიშვნელობა უკვე მიანიჭეს.

შეხვედრაზე მონაწილეებმა მიიღეს როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული რჩევები იმაზე, თუ როგორ უნდა მოერგონ ციფრულ სივრცეს, გამოიყენონ შესაბამისი ინსტრუმენტები და გაზარდონ ონლაინ გაყიდვები.

ლექციაზე ყურადღება გამახვილდა შემდეგ საკვანძო თემებზე:

  • რატომ არის აუცილებელი ბიზნესის გაციფრულება თანამედროვე ბაზარზე;
  • მომხმარებლის ციფრული გამოცდილების გზამკვლევი (customer journey);
  • ციფრული კომუნიკაცია, მონაცემთა გაციფრულება და ოპერაციების ავტომატიზაცია;
  • ონლაინ მაღაზიის შექმნის საფუძვლები და ციფრული გაყიდვების არხები;
  • შედეგების გაზომვის ინსტრუმენტები და წარმატების შეფასების მეთოდები.

ბიზნეს სესია საქართველოს ბანკისა და აზროვნების აკადემიის ლექციების ციკლის — „სანამ ბიზნესის რეგისტრაციას გადაწყვეტთ“ ნაწილია. ლექციების ციკლი სპეციალურად დამწყები მეწარმეებისთვის შეიქმნა. სერიების მიზანია მონაწილეებმა ბიზნესის დაწყების პროცესსა და მართვაზე სიღრმისეული, პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული ინფორმაცია მიიღონ.

აღსანიშნავია, რომ ბიზნეს სესიები საქართველოს ბანკის პლატფორმის — ბიზნეს 360°-ის ფარგლებში ხორციელდება. ბიზნეს 360° აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის: საგანმანათლებლო აქტივობებს, პროგრამებს, კვლევებს, შეთავაზებებსა და ღონისძიებებს.

(R)

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის