საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხიარულთა და საზრიანთა გუნდი - „შერეკილები“ ბორჯომის ფესტივალის ერთ-ერთი გამარჯვებულია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხიარულთა და საზრიანთა გუნდმა - „შერეკილები“ მორიგი წარმატება მოიპოვა და ბორჯომის მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ფესტივალის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, მხიარულთა და საზრიანთა საუნივერსიტეტო გუნდმა, რომელიც 8 წევრს აერთიანებს, ბოჯომის ფესტივალის ვიცე-ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა.

როგორც სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპატამენტის ხელმძღვანელი ლევან ფიფია აღნიშნავს, მხიარულთა და საზრიანთა საუნივერსიტეტო გუნდის წარმატება იმ დიდი მხარდაჭერის შედეგია, რაც ახალგაზრდებს მუდმივად აქვთ უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და უშუალოდ რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხრიდან.

„ბორჯომის მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ფესტივალზე ჩვენი საუნივერსიტეტო გუნდი - „შერეკილები“ - პირველ სამეულში მოხვდა და დამსახურებულად მოიპოვა ვიცე-ჩემპიონის ტიტული. ამ მორიგ გამარჯვებას ვულოცავთ „შერეკილების“ რვავე წევრს, მათ გულშემატკივარ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს. ჩვენი გუნდის წარმატება სწორედ იმ დიდი მხარდაჭერის შედეგია, რაც ახალგაზრდებს მუდმივად აქვთ უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან და უშუალოდ რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხრიდან. მეორე მხრივ კი, მხიარულთა და საზრიანთა საუნივერსიტეტო გუნდი, შექმნის დღიდან, ძალისხმევას არ იშურებს, იყოს კრეატიული და, მაღალი კონკურენციის ფონზე, დაუღალავი შრომით მიაღწიოს წარმატებებს. შედეგი სახეზეა - „შერეკილები“ ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად ჩამოყალიბდა და წლევანდელ სტუდენტურ ფესტივალზე პირველი ადგილის მოპოვების შემდეგ, ბორჯომის ფესტივალზეც წარმატებას მიაღწია. კიდევ ერთხელ ვულოცავთ გამარჯვებას ჩვენს გუნდს და ჩვენს უნივერსიტეტს - წინ არაერთი წარმატება გველის!“, - ამბობს ლევან ფიფია.

ცნობისათვის, ბორჯომის მხიარულთა და საზრიანთა ფესტივალი საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის