25 ივნისს, 10:00 საათზე, „პარლამენტში 2003-2012 წლებში მოქმედი ხელისუფლების, მისი პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომა გაიმართება.
საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი
(A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)
25 ივნისს, 10:00 საათზე, პარლამენტში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
კომიტეტის სათათბირო ოთახი N638
(C კორპუსი, VI სართული)
25 ივნისს, 10:30 საათზე, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარე თემებს „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი უპასუხებს.
მის: სააკაძის დაღმართი მეორე გასასვლელი #4 სართული 5
საკონტაქტო: გიორგი დიაკონიძე - 598 154 213
25 ივნისს, 11:00 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
პირველი რესპუბლიკის დარბაზი
(C კორპუსი, III სართული)
25 ივნისს, 11:00 საათზე, პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
ილია ჭავჭავაძის დარბაზი
(C კორპუსი, V სართული)
25 ივნისს, 11:00 საათზე, პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.
მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი
(B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)
25 ივნისს, 11:00 საათზე, პარლამენტში საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
25 ივნისს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, საპროტესტო აქციების ფარგლებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის, ნიკუშა კაციას სასამართლო პროცესი გაიმართება.
25 ივნისს, 11:00 საათზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: საქართველოს 2024 წლის მოსახლეობის აღწერის წინასწარი შედეგები.
მის: ცოტნე დადიანის #30, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
25 ივნისს, 11:45 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი
25 ივნისს, 12:00 საათზე, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.
პლენარულ სხდომათა დარბაზი
25 ივნისი, 12:00 საათზე, სასკოლო კლუბების ასოციაცია პროექტის „მსოფლიო თავისუფლების ქართული ხმები“ დასკვნით ღონისძიებას გამართავს.
მის: კოსტავას 77ა, საქართველოს უნივერსიტეტი, 5-ე სართული, 519 სააქტო დარბაზი
საკონტაქტო: 557 49 90 61
25 ივნისს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გასტრონომიული ფესტივალის, Tbilisi Gastro Week-ის ორგანიზატორის, ირაკლი ნადარეიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: „Tbilisi Gastro Week 2025 - როგორ ჩატარდა და რა შედეგებით დამთავრდა, როგორია საერთაშორისო გამოხმაურება.
საქართველოს გასტრონომიული პოტენციალი - როგორ ვითარდება გასტროტურიზმი ქვეყანაში“.
მის: კოსტავას ქ.47/57.
საკონტაქტო: 593 53 45 24
25 ივნისს, 14:00 საათზე, პარლამენტში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი
(B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)
25 ივნისს, 14:00 საათზე, ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია დააჯილდოვებს.
ღონისძიებას უმაღლესი საბჭოს წევრები, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი და განათლების კომიტეტის სხვა დეპუტატები დაესწრებიან.
მის: ლადო გუდიაშვილის 7.
25 ივნისს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.
25 ივნისს, 16:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული ლევან ხაბეიშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.
25 ივნისს, 17:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულ საბა ჯიქიას სასამართლო პროცესი გაიმართება.