მარკ რუტე - ირანის ბირთვულ ობიექტზე ჩამოგდებული 14 უზარმაზარი ბომბი გადამწყვეტი იყო იმისათვის, რომ გაკეთებულიყო ყველაფერი, რაც შესაძლებელია ირანელების ბირთვული პოტენციალის განადგურებისთვის

ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებული დარტყმები გადამწყვეტი იყო იმისთვის, რომ ყველაფერი გაკეთებულიყო ირანელების ბირთვული პოტენციალის განადგურების მიზნით.

„ვფიქრობ, რომ ირანის ბირთვულ ობიექტზე ჩამოგდებული 14 უზარმაზარი ბომბი გადამწყვეტი იყო იმისათვის, რომ ნამდვილად გაკეთებულიყო ყველაფერი, რაც შესაძლებელია ირანელების ბირთვული პოტენციალის განადგურების მიზნით, რასთან დაკავშირებითაც ნატო ყოველთვის ამბობდა, რომ ირანს ხელი არ უნდა მიუწვდებოდეს“, - განაცხადა რუტემ ნიდერლანდებში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში ჟურნალისტებთან საუბრისას.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ეს განცხადება იმ ფონზე გააკეთა, როდესაც მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ აშშ-ის დაზვერვის წინასწარი შეფასებით, გასულ შაბათ-კვირას ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე აშშ-ის დარტყმებს ქვეყნის ბირთვული პროგრამის ძირითადი კომპონენტები არ გაუნადგურებია და მხოლოდ რამდენიმე თვით დახია უკან.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა