დიაბეტის მქონე ბავშვთა უფლებების ხელშეწყობის საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მიგვაჩნია, რომ საქართველოში დიაბეტის მქონე ბავშვთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად პირველადი ჯანდაცვის და სათემო სერვისების განვითარება უფრო პრიორიტეტულია , ვიდრე ძვირადღირებული, სპეციალიზებული სამედიცინო მომსახურების მიწოდება, - ამის შესახებ „დიაბეტის მსოფლიო ფონდის“ ევროპა-აზიის მიმართულების ხელმძღვანელმა მეტე სკარმა, 26 ივნისს, თბილისში, დიაბეტის მქონე ბავშვთა უფლებების ხელშეწყობის შესახებ პროექტის სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა.

ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, შეხვედრა ფონდის ფინანსური ხელშეწყობითა და „საქართველოს არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსის“ ორგანიზებით გაიმართა.

მათივე ცნობით, მეტე სკარი და შეხვედრის მონაწილე, სხვა, უცხოელი ექსპერტები ერთხმად მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია დიაბეტის გართულებების ადრეული პრევენცია, დიაბეტის მართვასთან დაკავშირებით პაციენტებისა და მათი მეურვეების ცოდნის დონის გაზრდა, რაც ეფექტურად მხოლოდ ძლიერი პირველადი ჯანდაცვის არსებობის შემთხვევაში შეიძლება.

„შეხვედრაზე საზოგადოებას წარუდგინეს პროექტის ფარგლებში ჩატარებული მნიშვნელოვანი კვლევის შედეგები - საქართველოში მცხოვრები დიაბეტის მქონე ბავშვების (მათი ოჯახების) საჭიროებები, მათ წინაშე მდგარი ძირითადი გამოწვევები და პრიორიტეტები.

საქართველოს რეგიონებში კვლავ პრობლემაა კვალიფიციურ ბავშვთა ენდოკრინოლოგებზე ხელმისაწვდომობა.

წინა კვლევის შედეგებთან შედარებით, უკეთესი მდგომარეობაა გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის აპარატების გამოყენებასთან დაკავშირებით. ბოლო 2 წლის განმავლობაში, სახელმწიფომ ამ კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა.

მშობლების ნაწილმა აღნიშნა განათლების, თვითდაჯერებულობისა და გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის აპარატებზე (CGM) ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. ამავე დროს, გაზრდილია მშობელთა ინტერესი ინსულინის ტუმბოს გამოყენების მიმართ და მიაჩნიათ, რომ მთავრობამ აქტიურად უნდა განიხილოს მისი დაფინანსების საკითხი.

აუცილებელია საგანმანათლებლო დაწესებულებების პერსონალისთვის - სკოლებისა და ბაღების პედაგოგებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის დიაბეტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ საგანმანათლებლო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.

მნიშვნელოვანია დიაბეტის მქონე ბავშვებისთვის სპორტულ აქტივობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ხელშეწყობა.

აუცილებელია მულტიდისციპლინარული გუნდის არსებობა, რომელიც მოიცავს ყველა საჭირო სპეციალისტს, მათ შორის, ფსიქოლოგისა და ნუტრიციოლოგის ჩათვლით. ეს გუნდი ფუნქციონირებს პირველადი ჯანდაცვის ბაზაზე ან ტელემედიცინით დისტანციურად ერთვება. აღნიშნული თემების სამართავად მნიშვნელოვანია მათი კვალიფიკაციის ამაღლება.

საჭიროა ჯანდაცვის სამინისტრომ მონიტორინგი გააძლიეროს დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის აღსრულებაზე, პროგრამის თითოეული კომპონენტის მიმართულებით.

ტიპი 1- დიაბეტის შესახებ მშობლების ინფორმირებისა და განათლების მიმართულებით კვლევამ ციფრული სერვისების მიმართ მშობლების მზარდი ინტერესი გამოავლინა. ამიტომაც საჭიროა კიდევ უფრო ეფექტური ფორმატის შემუშავება და ონლაინ სერვისების ეფექტურად გამოყენება. ციფრულ პლატფორმას მარტივად გამოსაყენებელი, მობილურზე მორგებული ინტერფეისი უნდა ჰქონდეს და მასში ცენტრალიზებულად თავმოყრილი იყოს ინფორმაცია. ამჟამად ინფორმაციის ფრაგმენტულობა (მისაწვდომობა სხვადასხვა ვებ-გვერდებზე და ინფორმაციის სანდოობის გადამოწმების აუცილებლობა) მნიშვნელოვანი ბარიერია მშობლებისთვის.

სამიზნე ჯგუფების - პედაგოგების, ექიმების, მშობლებისა და ექთნების განათლებასთან ერთად მნიშვნელოვანია, დიაბეტის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიების მასობრივად წარმოება.

შეხვედრაში ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, მონაწილეობდნენ დიაბეტის მსოფლიო ფონდისა და კომპანია ‘ნოვონორდისკის’ წარმომადგენლები, განიხილეს ფონდისა და არაგადამდებ დაავადებათა ალიანსს შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება.

„დიაბეტის მსოფლიო ფონდი“ არის დიაბეტის პრევენციისა და მკურნალობის პროექტების ძირითადი გლობალური დამფინანსებელი დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში. 2002-2025 წლებში, 120 ქვეყანაში, ფონდმა 223.5 მილიონი ევრო დახარჯა 621 პროექტის დასაფინანსებლად.

„ნოვო ნორდისკი“ არის საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია, რომელიც 100 წელზე მეტია სპეციალიზებულია დიაბეტის მკურნალობაში და ინოვაციური თერაპიების განვითარებაში. კომპანია იყენებს განვითარებაზე ორიენტირებულ ბიზნეს-მოდელს, რომელიც აერთიანებს სოციალურ პასუხისმგებლობას და სამეცნიერო ინოვაციას. ის არის დიაბეტის მსოფლიო ფონდის დამფუძნებელი და მნიშვნელოვანი ფინანსური პარტნიორი, თუმცა ფონდის საქმიანობაში უშუალოდ არ ერევა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს