დონალდ ტრამპი ირანის ბირთვულ პროგრამაზე - ისე განადგურდა, როგორც არასდროს არავის უნახავს - ეს მათი ბირთვული ამბიციების დასასრულს ნიშნავდა

ირანის ბირთვული პროგრამა „ისე განადგურდა, როგორც არასდროს არავის უნახავს“, - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Fox News-თან ინტერვიუში.

„ეს მათი ბირთვული ამბიციების დასასრულს ნიშნავდა, სულ მცირე, გარკვეული პერიოდით“, - განაცხადა ტრამპმა, ირანში სამი ძირითადი ბირთვული ობიექტის დაბომბვიდან ერთი კვირის შემდეგ.

ტრამპმა ფორდოუს მიწისქვეშა ობიექტზე საუბრისას აღნიშნა, რომ „ბომბმა გაიარა ისე, თითქოს კარაქი ყოფილიყო, თითქოს ნამდვილი კარაქი ყოფილიყო“.

მისი განცხადებით, „მთელი ადგილი უბრალოდ განადგურდა“.

აშშ-ის პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ ირანელებს თავდასხმამდე ფორდოუს ობიექტიდან ურანი არ გაუტანიათ.

„ვფიქრობ, თავიდან ეს ძალიან რთული იყო. ეს ძალიან საშიშია. ის ძალიან მძიმეა, ძალიან, ძალიან მძიმე. ეს ძალიან რთული საქმეა“, - დასძინა ტრამპმა.

ტრამპის თქმით, ირანს ბირთვული იარაღის შექმნამდე „კვირები აშორებდა“. მისივე თქმით, თეირანი ბირთვული პროგრამის განახლებას არ აპირებს.

„ამჟამად ყველაზე ნაკლებად, რაც სურთ, ბირთვულ იარაღზე იფიქრონ. მათ თავი უნდა დაუბრუნონ თავის მდგომარეობასა და ფორმას“.

ტრამპი ამბობს, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-სა და ისრაელის კამპანიის შედეგად, მეტი ქვეყანა დაამყარებს მშვიდობას ისრაელთან.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის