დავით დარჩიაშვილი - სალომე ზურაბიშვილს რაც შეუძლია აკეთებს, ის არ გარბის საფრანგეთში, სადაც შეეძლო მშვიდად ეცხოვრა და დავუფასოთ ეს! შალვა პაპუაშვილის პოსტები კი მაგონებს დიმიტრი მედვედევის აქტიურობას

რასაც დღეს ჩვენ ქვეყანაში ვხედავთ, წმინდა წყლის ავტორიტარიზმია, როცა განსხვავებული აზრის ადამიანებს და ოპონენტებს ვერ იტან და გინდა, ისინი ან ყურმოჭრილ მონებად გადააქციო ან ამა თუ იმ ფორმით მოსპო - ჯერჯერობით 1937 წლის ფორმები მიღებული არ არის, მაგრამ განცდა რჩება, რომ აქეთკენ მივდივართ! ოპონენტების მიმართ ასეთი დამოკიდებულება გვიანი საბჭოთა კავშირის პერიოდშიც არ მახსენება - გივი გუმბარიძის დროს ოპოზიციასა და მაშინდელ ხელისუფლებას შორის დიალოგის გარდა, არაფერი მიმდინარეობდა! - ასე აფასებს ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დავით დარჩიაშვილი.

როგორც დარჩიაშვილმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, დღეს საქართველოში არის პოლიტიკური კრიზისი, რომელსაც ხელისუფლება არ აღიარებს. დარჩიაშვილის თქმითვე, კრიზისი ოპოზიციის გაქრობით არ განიმუხტება.

„ხელისუფლება აცხადებს: - აი, ასეთი ვარ და მიმიღეთ ისეთი, როგორც ვარ! ჩათვალეთ, რომ ვარ მეფე ანუ თეა წულუკიანს არ ეახლნენ, არ დაუკმაყოფილეს მას უზარმაზარი ამბიცია და ზიზღი, რასაც ის ოპონენტების მიმართ აფრქვევს და ამის გამო ოპოზიციის წარმომადგენლები ციხეში ჩასვეს. მათ კანონიც შესაბამისი შექმნეს. კანონის არსებობა არ ნიშნავს, რომ ამით სამართლიანობა მყარდება. კანონი შეიძლება იყოს არანორმალური და ამ ხელისუფლების მიერ ასეთი კანონებია მიღებული. ამას ადამიანები აპროტესტებენ და ამისთვის ისჯებიან. ამის შემხედვარენი ვართ ახლა - ეს არის ტიპური რეპრესიები სხვაგვარად მოაზროვნეთა მიმართ. პარლამენტში შექმნილი კომისიის მიზანი და სულისკვეთება არის ოპონენტების განადგურება, რეპრესიებისთვის კანონიერი სახის მიცემა და მისი ფორმალიზება“, - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.

პოლიტიკური პროცესების, მათ შორის 29 ივნისს, პარლამენტის წინ გამართული საპროტესტო აქციის შეფასებისას, დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ გარკვეული სიმართლე არის მათში, ვინც შედეგებთან დაკავშირებით ბრაზობს და სიმართლე არის იმათშიც, ვინც მოთმინებით არის განწყობილი.

დარჩიაშვილის თქმით, პროცესი მიმდინარეობს და ამ პროცესში ერთ ერთი რგოლი 29 ივნისის აქცია იყო.

“ხშირად დამოკიდებულებები სუბიექტურია და ყველას თავისი არგუმენტი აქვს. ჩემი აზრით, სალომე ზურაბიშვილს რაც შეუძლია, იმას აკეთებს. თუ უფრო რეალისტები და მომთმენები ვიქნები, უკეთესი იქნება. გასაგებია, რომ ყველაფერი სწრაფად გვინდა, ქვეყანაში არანორმალური ვითარებაა, ადამიანებს იჭერენ და ციხეს იმის გამო უსჯიან, რომ წულუკიანს არ ეახლნენ კომისიაში, რომელიც კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარე არალეგიტიმურია. ასეთ ვითარებაში გასაგებია, რომ ერთის მხრივ, არის ფრუსტრაცია და მეორეს მხრივ, არის ბრაზი, მაგრამ მაინც უნდა ვიფიქროთ, რომ საჭიროა ვიყოთ მომთმენები. ესეც გასაგებია, რომ ეს ბრძოლა ხანგრძლივვადიანი იქნება!

სალომე ზურაბიშვილს აზრს ვეთანხმები, რომ ერთადერთს აქვს ლეგიტიმაცია და ამას საგარეო პოლიტიკურ ფრონტზე იყენებს. ზურაბიშვილს ეს შეუძლია. ის არ გარბის საფრანგეთში, სადაც შეეძლო, რომ მშვიდად ეცხოვრა და დგას იქ, სადაც დგას. დავუფასოთ მას ეს! გასაგებია, რომ მას მეტი მოვთხოვოთ, მაგრამ რასაც აკეთებს ხელწამოსაკრავი არ არის.

გუშინდელი აქციით დაფიქსირდა, რომ საზოგადოებაში არის უკმაყოფილება და პროტესტის მუხტი, რასაც ნორმალური ხელისუფლება უნდა ითვალისწინებდეს. მეორეს მხრივ, რაოდენობა შეიძლება ისეთი შთამბეჭდავი არ იყოს, როგორიც გვინახავს. ეს ერთგვარ ფრუსტრაციას აჩვენებს, რომ აქციებს შედეგი არ მოაქვს. უკმაყოფილება, რომელიც საზოგადოებაშია, არსად გაქრება და ხელისუფლებაზე მაინც იმოქმედებს. საერთაშორისო ვითარებაც ძალიან ცვალებადი და დინამიურია - რაღაც მომენტში ხელისუფლება მიხვდება, რომ ასე მართვა ქვეყნის, სადაც ამხელა უკმაყოფილება გააჩინა, აღარ შეუძლია“, - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.

დარჩიაშვილი იმასაც ამბობს, რომ საქართველოში მყოფი დასავლელი დიპლომატები აკეთებენ იმას, რასაც ცივილიზებული სახელმწიფოების წარმომადგენლები უნდა აკეთებდნენ.

მან ამ კონტექსტში “არაადეკვატური“ უწოდა პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის კრიტიკის და შეფასებებს დიპლომატებთან, მათ შორის გერმანიის ელჩთან დაკავშირებით, რომელმაც მოშიმშილე ელენე ხოშტარია მოინახულა.

დარჩიაშვილის თქმით, იმ ადამიანების მიმართ სოლიდარობა, ვინც პროტესტს გამოხატავს, სავსებით ნორმალურია.

ელენე ხოშტარიას შიმშილობაში დრამა არის იმაში, რომ მას ჯანმრთელობა კარგ მდგომარეობაში არა აქვს და თავგანწირულ აქტზე მიდის. ეს ყველა მიმართულებით რაღაცისკენ მოწოდება უნდა იყოს. ხელისუფლებაში საკუთარ თავში რომ იხედებოდეს, არ აწყენდა. ამ დროს ქილიკი აჩვენებს, რომ ისევ მოჯადოებულ წრეში ვართ, რა წრეშიც ამ ხელისფლებამ აღმოგვაჩინა.

შალვა პაპუაშვილის პოსტები და გამოსვლები უფრო და უფრო მეტად მაგონებს დიმიტრი მედვედევის ზეპირსიტყვიერებას და სოციალურ ქსელში რუსების აქტიურობას. ეს ყველაფერი სრული არაადეკვატურობაა, რაც ჩვენს ვითარებას კიდევ უფრო მეტად ამძიმებს. ქვეყნის პარტნიორებთან ასეთი ტონით საუბარი ნორმალური არ არის.

ევროკავშირმა არჩევნების შედეგები პრაქტიკულად არ აღიარა. მას საქართველოსთან, როგორც სახელმწიფოსთან ურთიერთობები მინიმუმზე აქვს დაყვანილი. ინარჩუნებენ სააუცილებლო კომუნიკაციას ძალიან დაბალ დონეზე. ჩვენთან არ ჩამოდის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში, რომელიც ორდღიანი ვიზიტით ერევანში იმყოფება, ჩვენკენ კი გამოხედვაც არ უნდა“, - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს