რუსებმა კიევს და ზაპოროჟიეს დაარტყეს, არიან დაშავებულები

6 ივლისის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინას დრონებით შეუტიეს, მტრის ძირითად სამიზნეს ზაპოროჟიე და კიევის ოლქი წარმოადგენდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფედოროვის განცხადებით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა საწყობები და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. ნაწილობრივ დაინგრა კერძო საწარმოს შენობა.

ფედოროვის თქმით, ერთ-ერთი დარტყმა სოფელ იურკოვკაში განხორციელდა, სადაც საცხოვრებელი სახლი დაზიანდა და 89 წლის ქალი დაშავდა.

ამასთან, კიევის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლა კალაშნიკმა განაცხადა, რომ ვიშგოროდის რაიონში მტრის უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

მისივე განცხადებით, დაბომბვის შედეგად დაზიანდა ორი მრავალსართულიანი შენობა, განადგურდა ოთხი ავტოფარეხი და დაზიანდა რამდენიმე ავტომობილი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის