დავით მათიკაშვილი - დღემდე არსებული ინფორმაციით და უფლება არ გვაქვს, რომ ამ ინფორმაციის სიმართლეში რაიმე ფორმით ეჭვი შევიტანოთ, წერილი ნაპოვნია იქ, სადაც თორნიკე რიჟვაძე უგონოდ იპოვეს - წერილის ავთენტურობაზე ექსპერტიზა ტარდება

დღემდე არსებული ინფორმაციით და არანაირი უფლება არა გვაქვს, რომ ამ ინფორმაციის სიმართლეში რაიმე ფორმით ეჭვი შევიტანოთ, წერილი ნაპოვნია იქ, სადაც თორნიკე რიჟვაძე უგონოდ იპოვეს - დღემდე ამ წერილის და თორნიკე რიჟვაძის კავშირი არის დადასტურებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

კითხვაზე, ვინ აბრალებდა რიჟვაძეს კორუფციასა და ბარიგების მფარველობას, რაზეც აღნიშნულ წერილშია საუბარი, მათიკაშვილმა განაცხადა, რომ “როგორ ინსინუაციებსაც არ უნდა ეცადონ ცალკეული ტელევიზიები და აქ კითხვების სახით გააჟღერონ, ეს საბოლოო ჯამში, გამოძიების საგანია და კითხვებს გამოძიება გასცემს პასუხს“.

„ძალიან მძიმე ფაქტი მოხდა და ამ ადამიანს, პირველ რიგში, გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. გარდა იმისა, რაც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, რა წერილიც მან დატოვა და რაც იქ წერია, ამაზე მეტი გამორჩეული ინფორმაცია არც მე მაქვს და დამერწმუნეთ, არც არის ეს საზოგადოებაში რაღაც განხილვის თემა.

ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, რაც ყველამ განვიცადეთ. მიმდინარეობს გამოძიება და ყველაფერს გამოძიება დაადასტურებს.

წერილის ავთენტურობასთან დაკავშირებით ექსპერტიზა ტარდება“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

შემთხვევა 6 ივლისს საგარეჯოში მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ყოფილმა ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ ალექსი ახვლედიანის იარაღი მალულად აიღო, სტუმრისთვის განკუთვნილ საძინებელში გადაიტანა და მარტო დარჩენილმა, თვითმკვლელობის მიზნით გულმკერდის არეში ისროლა.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს