სტუ-ის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ღია საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობისთვის უცხოურ ენებში ტესტირებას 230 პროფესორ-მასწავლებელი აბარებს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებულ ღია საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობისთვის, უცხოურ ენებში ენობრივი კომპეტენციის დადგენის მიზნით, ტესტირება მიმდინარეობს. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, ტესტირება, რომელიც უნივერსიტეტის პირველ სასწავლო კორპუსში განთავსებულ საგამოცდო ცენტრში ტარდება, განკუთვნილია იმ პროფესორ-მასწავლებლებისთვის, რომლებიც გეგმავენ, მონაწილეობა მიიღონ 2025-2026 სასწავლო წლიდან, 4 წლის ვადით, აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ ღია საერთაშორისო კონკურსში და აღნიშნული კონკურსის პირობების თანახმად, საგანთა ჯგუფების მიხედვით, შესაბამისი უცხოური ენის, არანაკლებ, B2 დონეზე ცოდნის ვალდებულება აქვთ ან გარკვეულ საგნებში ლექციების წაკითხვას უცხოურ ენაზე გეგმავენ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის, თამარ წერეთლის განცხადებით, უცხოურ ენებში ენობრივი კომპეტენციის დასადგენი ტესტირება დღის განმავლობაში რამდენიმე ეტაპად ტარდება და მასში მონაწილეობს ღია საერთაშორისო კონკურსში დარეგისტრირებულ პროფესორ-მასწავლებელთა ის ნაწილი, რომელიც ვალდებულია უცხოურ ენას ფლობდეს, ან ლექციების წაკითხვას უცხოურ ენაზე გეგმავს - საერთო ჯამში, 230 კონკურსანტი.

„ჩვენი ქვეყნის საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცის ინტერნაციონალიზაცია, უპირველეს ყოვლისა, აკადემიური პერსონალის ენობრივი კომპეტენციის მაღალ დონეს გულისხმობს. სწორედ ამიტომ, უცხოურ ენაში ტესტირება არა მხოლოდ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებული ღია საერთაშორისო კონკურსის მოთხოვნაა, არამედ სისტემური წინაპირობაა უნივერსიტეტის საერთაშორისო სივრცეში ინტეგრაციისთვის, უცხოურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და ქართველი და საერთაშორისო სტუდენტებისთვის მრავალფეროვანი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შეთავაზების მიზნით. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ პროფესორ-მასწავლებლები იყვნენ მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო არენაზე, რაც B2 და უფრო მაღალი დონის უცხოური ენის ცოდნის გარეშე, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია. ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ კონკურსში მონაწილე აკადემიური პერსონალი სრულად აკმაყოფილებდეს ამ სტანდარტს და შეეძლოს აკადემიური საგნების უცხოურ ენაზე მაღალ დონეზე წაკითხვა, ასევე, საერთაშორისო სამეცნიერო კოლაბორაციებში ეფექტიანად ჩართვა“, - აცხადებს თამარ წერეთელი.

როგორც ვიცე-რექტორი აღნიშნავს, 2025-2026 სასწავლო წლიდან 4 წლის ვადით აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებული ღია საერთაშორისო კონკურსი მიმდინარე წლის 16 ივლისიდან 22 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე