სუს-ში აცხადებენ, რომ „ბათუმი მოლში“ უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული სპეციალური ღონისძიებები დასრულდა

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრ „ბათუმი მოლმა“ მუშაობა განაახლა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, უწყებამ უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული სპეციალური ღონისძიებები რამდენიმე წუთის წინ დაასრულა.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ „ბათუმი მოლში“ ევაკუაცია გამოცხადდა. როგორც სუს-ში აცხადებდნენ, საფრთხის შესახებ მიღებულ შეტყობინებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფების მიერ, „ბათუმი მოლში“ უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული სპეციალური ღონისძიებები მიდინარეობდა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა