საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი პროფესორ ვახტანგ კვარაცხელიას 75 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელს, გამოჩენილ მეცნიერსა და მკვლევარს, პროფესორ ვახტანგ კვარაცხელიას, დაბადებიდან 75 წლის იუბილეს ულოცავს.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

„ბატონო ვახტანგ, გულითადად გილოცავთ 75 წლის იუბილეს.

მეცნიერებისა და განათლების განვითარების საქმეში თქვენი მრავალწლიანი, ნაყოფიერი მოღვაწეობა შეუფასებელია. თქვენ, როგორც ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, არა მხოლოდ განაგრძეთ ქართული მათემატიკის სკოლის უმდიდრესი ტრადიცია, არამედ, მნიშვნელოვნად შეუწყეთ ხელი მის შემდგომ განვითარება-გაძლიერებას.

თქვენი სამეცნიერო ბიბლიოგრაფია, რომელიც მოიცავს 50-ზე მეტ ნაშრომს, სახელმძღვანელოებსა და მონოგრაფიას, მიუთითებს იმ დაუღალავ შრომასა და პროფესიონალიზმზე, ასე რომ გახასიათებთ. თქვენი პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობა მაგალითია მომავალი თაობებისთვის, ხოლო თქვენი თაოსნობით განხორციელებული საერთაშორისო კვლევითი პროექტები მნიშვნელოვანი შენატანია როგორც ქართული, ისე საერთაშორისო სამეცნიერო სივრცის განვითარებაში.

გისურვებთ ჯანმრთელობას, ახალ წარმატებებს და სამეცნიერო მიღწევებს. დარწმუნებული ვარ, თქვენი გამოცდილება კიდევ დიდხანს იქნება მნიშვნელოვანი საყრდენი ნიკო მუსხელიშვილის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ჩვენი ქვეყნის განათლებისა და მეცნიერების სისტემისთვის“, - აღნიშნულია რექტორის მილოცვაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის