„პუბლიკის“ მთავარი რედაქტორი, ზურა ვარდიაშვილი სასამართლოში მომხდარი ინციდენტის დეტალებს განმარტავს

გამოცემა „პუბლიკის“ მთავარი რედაქტორი, ზურა ვარდიაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარი ინციდენტის დეტალებს განმარტავს.

ვარდიაშვილი მომხდართან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„ჩემს თანამემიწაწყლე მატიაშვილს (ქიზიყელი ყოფილა) [დავით მატიაშვილი - სასამართლოს მანდატურის უფროსი] ნერვებმა უმტყუნა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ნოდარ ჩაჩანიძე სასამართლოს დერეფანში სკამზე დაჯდა. შეგახსენებთ, რომ ეს სკამები, სწორედ ამ საქმისთვისაა - დასაჯდომად, მაგრამ ნოდარს მოსთხოვეს ადგომა და წასვლა. ჩაჩანიძე შეეკამათა. ამ დროს საქმეში ჩაერთო მანდატურების უფროსი დავით მატიაშვილი. ეს კაცი, ზოგადად, აგრესიულობითაა ცნობილი, მაგრამ ახლა მთლად სახე ჰქონდა წაშლილი - ნოდარს უყვიროდა, რომ მას უხდიან აქტივიზმში, იწვევდა პროვოკაციაზე. ნოდარმა, შენ ის არ ხარ, გოგო რომ ჩაასმევინე ციხეშიო? ამაზე ამხელა კაცი ცერცვივით ახტა და ნოდარს ეცა, სხვა მანდატურებიც დაეტაკნენ და დაიწყეს მისი გათრევა. დერეფანში არ გადამიღია. სიმართლე გითხრათ, რატომღაც თავიდან ამომივარდა, რომ „ქოცებმა“ გადაღების აკრძალვა ეზოსაც შეახეს. გავედი ეზოში და ის მომენტი გადავიღე, როცა მანდატურებმა ნოდარი გარეთ გამოისროლეს. ეს დაინახა მატიაშვილმა და მეცა. ტელეფონი ისეთი სისხარტით გამომტაცა ამ ზონზროხა კაცმა, რომ ეტყობა ვარჯიშობს ამაში, მერე შემათრიეს იმ თავიანთ ოთახში. მატიაშვილი შოკში ჩააგდო ჩემმა ხაზგასმულმა სიმშვიდემ და ღიმილმა, რაღაცნაირ გამოწვევად აღიქვა. პირადობა მომთხოვა და დამემუქრა, პასუხს აგებო. შემაშინა თავისი ჭკუით. ჩემს ტელეფონში ვიდეოს წასაშლელად „ფასვორდი“ მომთხოვა. ტელეფონი ბავშვის სურათებით მაქვს სავსე და ცხადია, არ მინდოდა თავისი ჭუჭყიანი ხელები ეფათურებინა, გამოვართვი და თვითონ წავშალე ჩემი ორწამიანი „უკანონო“ ვიდეო, ნოდარის გამოსროლის. სულ ეს იყო. მეორე მხრიდან გამომიყვანა ერთ-ერთმა მანდატურმა და მთხოვა, ცოტა ხანს აღარ შემოხვიდეო. როგორც ჩანს, თავისი უფროსის დაწყნარებას უცდის. დაალევინებენ, ალბათ, რამეს“, - წერს ვარდიაშვილი სოციალურ ქსელში.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია „ინოვას“ სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში