მედია - იაპონიის პრემიერ-მინისტრმა გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, შიგერუ იშიბამ გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო და ამის შესახებ განცხადების გაკეთებას ის მომავალი თვის ბოლომდე გეგმავს, - ინფორმაციას Reuters-ი იაპონურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, იშიბამ სამშაბათს საღამოს თავის ახლო თანამოაზრეებს განუცხადა, რომ ახსნიდა, თუ როგორ აიღებდა პასუხისმგებლობას არჩევნებში წაგებაზე.

Reuters-ი წერს, რომ იშიბას „ლიბერალურ-დემოკრატიული“ პარტიის შიგნით მზარდი წინააღმდეგობა ელოდება იმის გამო, რომ მან, კვირას გამართული ზედა პალატის არჩევნებში მმართველი კოალიციის მარცხის მიუხედავად, პირობა დადო, რომ ხელისუფლებაში დარჩებოდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ახლახან დაასრულა „მასშტაბური“ გარიგება იაპონიასთან, რომელიც შეერთებულ შტატებში 550 მილიარდი დოლარის ინვესტიციების განხორციელებაზე შეთანხმებასაც მოიცავდა.

ტრამპის პოსტის შემდეგ საუბრისას, იშიბამ განაცხადა, რომ მზადაა შეხვდეს, ან ტელეფონით ესაუბრა ტრამპს მას შემდეგ, რაც დეტალების შესახებ იაპონიის მთავარი სავაჭრო მომლაპარაკებელი რიოსეი აკაზავა ინფორმაციას მიაწვდის, რომელიც ვაშინგტონში სავაჭრო მოლაპარაკებებისთვის იმყოფებოდა.

„ვერაფერს ვიტყვი, სანამ შეთანხმების შედეგს დეტალურად არ განვიხილავ“, - განუცხადა იშიბამ ჟურნალისტებს, როდესაც ჰკითხეს, შესაძლებელია თუ არა ვაშინგტონთან შეთანხმებამ გავლენა მოახდინოს მის გადაწყვეტილებაზე თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის