ევროკომისიის წარმომადგენელი - ფონ დერ ლაიენმა ზელენსკის ბოლო საკანონმდებლო ცვლილებებზე ძლიერი შეშფოთების შესახებ შეატყობინა - კანდიდატი ქვეყნისგან, უკრაინისგან სტანდარტების სრულად დაცვას მოელიან, კომპრომისი ვერ იქნება

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის დაუკავშირდა და ახალი ანტიკორუფციული კანონმდებლობის ახსნა სთხოვა. ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა, გიიომ მერსიემ გამოცემა Politico-სთან საუბარში განაცხადა.

“ევროკომისიის პრეზიდენტი პრეზიდენტ ზელენსკის დაუკავშირდა ბოლო მოვლენების თაობაზე. [ევროკომისიის] პრეზიდენტმა ფონ დერ ლაიენმა ძლიერი შეშფოთების შესახებ შეატყობინა ბოლო საკანონმდებლო ცვლილებების შედეგების თაობაზე და უკრაინის მთავრობას ახსნა სთხოვა.

კანონის უზენაესობის პატივისცემა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ევროკავშირის ძირეული ელემენტებია. როგორც კანდიდატი ქვეყნისგან, უკრაინისგან ამ სტანდარტების სრულად დაცვას მოელიან. კომპრომისი ვერ იქნება”, - განაცხადა მერსიემ.

ანონიმური წყაროს ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტს შეშფოთება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამაც გაუზიარა და ახსნა სთხოვა.

ცნობისთვის, უკრაინის პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტით, უკრაინის ეროვნული ანტკორუფციული ბიურო და სპეციალური ანტიკორუფციული პროკურორის ოფისი გენერალურ პროკურორს ექვემდებარება, რაც, სააგენტოების თქმით, ფაქტობრივად, მათ დამოუკიდებლობას ანადგურებს.

ზელენსკის თქმით კი, ანტიკორუფციული ინფრასტრუქტურა მუშაობას გააგრძელებს, “უბრალოდ რუსული გავლენის გარეშე, ამისგან უნდა გაიწმინდოს”.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა