თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით ქეთი ქუთათელაძე

თიბისისთვის განათლება მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულებაა და ამ გზაზე ახალი თაობის მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. თიბისი საგანმანათლებლო ფონდ „ვიზიონერის“ პარტნიორია და რამდენიმე სტუდენტს სრულად უფინანსებს სწავლის საფასურს, მათ შორისაა თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტი ქეთი ქუთათელაძე.

“ჩემი მიზნების და ოცნებების ასრულება პირდაპირ უკავშირდება განათლებას, რადგან ის ცოდნა, რომელსაც უნივერსიტეტში ვიღებ, რეალურ ბიზნეს გარემოში უნდა გამოვიყენო. ამიტომ, მგონია, რომ განათლებას კრიტიკული როლი აქვს ჩემს კვალიფიკაციურ პერსონალად ჩამოყალიბებაში, წარმატების მიღწევაში, ჩემი და გარშემომყოფების ცხოვრების ხარისხის ამაღლებაში და საბოლოოდ, ქვეყნის განვითარებაში.”

ქეთის ამბავში განათლებას უამრავი, ერთმანეთისგან განსხვავებული და თან ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ფუნქცია აქვს. თუმცა, ერთ-ერთი, მისი აზრით, ყველაზე გამორჩეული, განათლებით საკუთარი თავის აღმოჩენაა. ძიება იმ ინტერესების, რომლებიც პროფესიულ გზაზე თვალებს აგინთებს და ნებისმიერ მომენტში დაგაჯერებს - შენი შესაძლებლობები უსაზღვროა და ამ ამბავში შეუძლებელიც შესაძლებელია.

ქეთის სჯერა, რომ განათლება არის ის, რაც დიდი გამარჯვებებისკენ მიმავალ გზაზე აუცილებლად სჭირდება. განათლებით შექმნის ამბავს, რომელსაც საკუთარი თავის რწმენით სწორედ ისე დაასრულებს, როგორც თავის ოცნებებში წარმოუდგენია.

“არა მხოლოდ განათლების კუთხით, საკუთარი თავის რწმენა ცხოვრების ნებისმიერ ასპექტში გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. შეიძლება გზის ბოლოს იყო მისული და საკუთარ თავში ეჭვის შეტანამ მოგაბრუნოს, როცა გამარჯვებამდე ძალიან ცოტა გაკლდა. ამიტომ უნდა გჯეროდეს, რომ შენს ცხოვრებას შენ აკონტროლებ და შეგიძლია, გადადგა თამამი ნაბიჯები, რომლებიც შენს ოცნებებს რეალობას აქცევს.”

სიცოცხლე უსასრულო აღმოჩენაა და ამ გზაზე თითოეული ადამიანი უნიკალურ ამბავს ქმნის. განათლება, განსაკუთრებით ახალი თაობის ცხოვრებაში, ამ ამბების ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. განათლების ამ რთულ, მაგრამ უსაზღვროდ საინტერესო მოგზაურობაში, საკუთარი ამბის შექმნაში ახალგაზრდებს თიბისი ეხმარება.

(R)

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის