დიმიტრი პესკოვი - კიევთან ურთიერთობის პრინციპები სპეციალური სამხედრო ოპერაციის ამოცანების შესრულების შემდეგ უნდა განისაზღვროს

კიევთან ურთიერთობის პრინციპები სპეციალური სამხედრო ოპერაციის ამოცანების შესრულების შემდეგ უნდა განისაზღვროს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„პირველ რიგში, ჯერ პრობლემა უნდა მოვაგვაროთ და იმ ამოცანების შესრულება უნდა დავაფიქსიროთ, რომლებიც სპეციალური სამხედრო ოპერაციის წინაშე იდგა. ჩვენთვის ამის გაკეთება პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით იყო სასურველი და სპეციალური სამხედრო ოპერაცია იმ პირობებში გრძელდება, როდესაც ამ საშუალებების გამოყენება შეუძლებელი გახდა, როდესაც დიალოგის შესახებ ყველა წინადადება უარყოფილია როგორც თავად უკრაინის, ასევე დასავლეთის მიერ“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, ომის შემდეგ უკრაინისა და რუსეთის ურთიერთობების თემა „ახლა თეორიული საკითხია“.

„თუ მოგვარებისთვის დიპლომატიურ არხზე გადასვლას მოვახერხებთ, მაშინ ეს ჩვენთვის სასურველი ვარიანტი იქნება. მაგრამ ჯერ სიტუაცია უნდა მოვაგვაროთ და შემდეგ ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ აშენდება ურთიერთობები“, - აღნიშნა პესკოვმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა