აღმოაჩინე საქართველოს ბანკის სტიპენდიები და განათლების გზაზე არ გაჩერდე

საქართველოს ბანკი ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, სასტიპენდიო პროგრამებს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც სტუდენტებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებს აძლევს საშუალებას, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ.

საქართველოს ბანკის სტიპენდიების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე stipendia.bog.ge

გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი

სტუდენტების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკი სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება 22 პარტნიორ უნივერსიტეტში.

სტიპენდიატების შერჩევა მათი მაღალი აკადემიური მოსწრების, ლიდერული პოტენციალის და პარტნიორი უნივერსიტეტების მიერ ინდივიდუალურად შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით ხორციელდება.

საქართველოს ბანკის 350-ზე მეტი სტიპენდიატი უკვე გამოვლინდა. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

გახდი გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდიატი

საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროგრამის ფარგლებში ასევე შეიქმნა გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია მომავალი არქიტექტორებისთვის, რომელიც არქიტექტურის სტუდენტებისთვის ქმნის სწავლის სრული და ნაწილობრივი დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე.

გახდი საქართველოს ბანკის და MAC Georgia-ს სტიპენდიატი

საქართველოს ბანკი, MAC Georgia-სთან ერთად UniGrant-ის სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებლობას აძლევს ყველა უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტს, მიიღონ ერთი წლის სწავლის საფასურის დაფინანსება.

გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი CHEVENING-ის პროგრამაში

2013 წლიდან საქართველოს ბანკი CHEVENING-ის მხარდამჭერია. რაც იმას ნიშნავს, რომ ბანკი ყოველწლიურად საკუთარ გამარჯვებულს ასახელებს და დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში ერთწლიან სამაგისტრო საფეხურზე სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს სრულად უფინანსებს.

CHEVENING-ის პროგრამის ფარგლებში უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 34 სტიპენდიატი და მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი Fulbright-ის პროგრამაში

2014 წლიდან საქართველოს ბანკი Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერია. პროექტის ფარგლებში, ბანკი ყოველწლიურად ერთ სტიპენდიატს ასახელებს და აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში, ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე როგორც სწავლის, ასევე ცხოვრების ხარჯებს სრულად უფინანსებს.

Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 16 სტიპენდიატი.

გახდი ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიატი

საქართველოს ბანკისა და MASE-ს თანამშრომლობით 2019 წელს ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია შეიქმნა. რომლის ფარგლებშიც, ყოველწლიურად, ერთი გამარჯვებული ვლინდება, რომელსაც შესაძლებლობა აქვს, ბერლინში, Miami Ad School Europe-ში, Art Direction-ისა თუ Copywriting-ის ერთწლიან პროგრამაზე 100%-იანი დაფინანსებით ისწავლოს.

საქართველოს ბანკმა და MASE-მ პარტნიორობის ფარგლებში უკვე გამოავლინა 5 სტიპენდიატი, 2025-2026 წლის გამარჯვებული კი აგვისტოში გახდება ცნობილი.

(R)

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის