SOLO-ს მხარდაჭერით, SITUATIONIST-მა Beyonce-ს COWBOY CARTER TOUR-ისთვის საკონცერტო კოსტიუმები შექმნა

SOLO-ს გუნდის მხარდაჭერით, SITUATIONIST-ის შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა, ირაკლი რუსაძემ, მსოფლიო დონის არტისტის, Beyonce-ს COWBOY CARTER TOUR-ისთვის საკონცერტო კოსტიუმები შექმნა.

ეს SITUATIONIST-ისა და Beyonce-ს გუნდის რიგით მეორე კოლაბორაციაა, რომელიც ქართველი ხელოვანის შემოქმედებას მსოფლიოს ყურადღების ცენტრში აქცევს.

„პირველ რიგში, ჩემთვის და ჩემი გუნდს წევრებისთვის, უდიდესი მოტივაციაა, როდესაც მსოფლიო დონის ვარსკვლავისთვის გვიწევს კოსტიუმების შექმნა. ყველაზე მეტად კი ის გვახარებს, რომ კოსტიუმს შიგნით Made in Georgia აწერია და საქართველოს სახელით მთელი მსოფლიო ინტერესდება. ქართული ბრენდისთვის, რომელსაც დამოუკიდებლად, საკუთარი რესურსით უწევს საქართველოს სახელის საზღვრებს გარეთ გატანა, SOLO-ს მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია და ამისთვის, მადლობა მინდა გადავუხადო მათ. სამუშაო პროცესი თვეების განმავლობაში გაგრძელდა - ბევრი პროტოტიპი დავამზადეთ, ბევრი სირთულე გამოვიარეთ, მაგრამ საბოლოო ჯამში, მთელი ეს პროცესი და შემდგომ უკვე შედეგის სცენაზე ნახვა, ყველაზე სასიამოვნო შეგრძნებად იქცა. ამ წარმატებისთვის მთელ ჩემს გუნდს უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო”, - აღნიშნავს SITUATIONIST-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი, ირაკლი რუსაძე.

“SOLO-ს გუნდისთვის ქართველი არტისტების მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ხელოვანების პოტენციალის კიდევ უფრო გამოვლენას, მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას, მათ როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე მასშტაბირებას და საქართველოს სახელის ფართო ასპარეზზე გატანას. სწორედ SITUATIONIST-ისა და Beyonce-ს გუნდის კოლაბორაცია ამიტომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იყო, რომელმაც ქართული ბრენდის სახელი კიდევ ერთხელ გააჟღერა მსოფლიო დონეზე. ჩვენ ვულოცავთ SITUATIONIST-ის გუნდს მიღწეულ წარმატებას და მომავალშიც გავაგრძელებთ ქართველი არტისების მხარდაჭერას”, - აღნიშნავს ლიზა ქისატაური, SOLO და Wealth Management ის ბრენდ მენეჯერი.

ინფორმაციისთვის, პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში, SOLO უკვე 3 წელია SITUATIONIST-ის მხარდამჭერია.

(R)

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის