კინორეჟისორი ელდარ შენგელაია 92 წლის ასაკში გარდაიცვალა

ქართველი კინორეჟისორი ელდარ შენგელაია 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ოჯახის წევრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

ინფორმაციისთვის, კინორეჟისორმა უმაღლესი განათლება მიიღო კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტში, მოსკოვში. 1957–1959 წლებში მუშაობდა კინოსტუდია „მოსფილმში“. 1960 წლიდან გადავიდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. თავისი სადებიუტო ფილმი მან გადაიღო თამაზ მელიავასთან ერთად 1963 წელს. „თეთრი ქარავანი“ მწყემსთა ცხოვრების სირთულეს აღწერს. შენგელაიას შემდეგი ნამუშევარი იყო დავით კლდიაშვილის მოთხრობის „მიქელას“ ეკრანიზაცია (1964) მოგვიანებით, 1977 წელს ის კვლავ დაუბრუნდა კლდიაშვილის შემოქმედებას და გადაიღო „სამანიშვილის დედინაცვლი“ (1977) შენგელაიამ სახელი გაითქვა დრამატურგ რეზო გაბრიაძესთან თანამშრომლობით. მათ ერთობლივად შექმნეს კომედიური ფილმები „არაჩვეულებრივი გამოფენა“ (1968) და „შერეკილები“ (1973).

კინორეჟისორს 1988 წელს მიენიჭა სსრკ-ის სახალხო არტისტის წოდება, ხოლო 1998 წელს შოთა რუსთაველის სახელობის პრემია. ის ასევე ფლობდა წმიდა გიორგის ოქროს ორდენს, რომელიც 2013 წელს გადაეცა, ასევე 2022 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. ელდარ შენგელაია ასევე ფლობდა შრომის წითელი დროშის ორდენს, ლენინის ორდენს და წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენს.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა